დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
გაიხსნება კოლეჯები, სადაც კერძო სექტორი ჩვენთან ერთად მონაწილეობს და დასაქმების მაჩვენებელი 100% იქნება - გიორგი ამილახვარი

გაიხსნება კოლეჯები, სადაც კერძო სექტორი ჩვენთან ერთად მონაწილეობს და დასაქმების მაჩვენებელი 100% იქნება - გიორგი ამილახვარი

14-06-2024 14:00:00

განათლებაში შედეგებს ცოტა გრძელვადიანი პერიოდი სჭირდება, მაგრამ ვფიქრობ, დავიწყეთ ძალიან სწორი გზით სიარული, - ამის შესახებ განათლების მინისტრმა გიორგი ამილახვარმა „იმედის დილაში“ რუბრიკა Business Insider Georgia-ს ავტორ გიორგი აბაშიშვილთან საუბარში განაცხადა.

„რა თქმა უნდა გარდა ზოგადი განათლებისა, რომელიც ჩვენი განათლების სისტემის საფუძველია, რომელსაც შემდგომ მთლიანად ზედა საფეხურები უნდა დავაშენოთ და მათ შორის ქვეყნის მთლიანი განვითარება, მნიშვნელოვანი აქცენტები გავაკეთეთ პროფესიულ განათლებაზე“, - განაცხადა გიორგი ამილახვარმა.

მინისტრის განცხადებით, 2023 წელს სამინისტრომ ამ მიმართულებით წარადგინა ახალი ხედვა.

„ჩვენ არაერთხელ გვისაუბრია თქვენი ფორუმების ფორმატში და მათ შორის ბიზნესთან შეხვედრისას, რომ ბოლო წლებში ბიზნესი ნომერ პირველ საკითხად, გამოწვევად და პრობლემად ასახელებს კვალიფიციური კადრების ნაკლებობას, ადამიანური კაპიტალის დეფიციტს. ბუნებრივია, აქ უკვე პროფესიულ განათლებას აქვს გადამწყვეტი მნიშვნელობა. ჩვენ დავიწყეთ ამ სისტემის სრულად გადაწყობა და მორგება შრომის ბაზრის, კერძო სექტორის მოთხოვნებზე. საერთაშორისო პრაქტიკაში აპრობირებული ძალიან სწორი კონცეფცია შემოვიტანეთ, ეს არის კერძო საჯარო პარტნიორობა პროფესიულ განათლებაში, სადაც სახელმწიფო არა მხოლოდ როგორც პოლიტიკის განმსაზღვრელი და ტექნიკური მხარდამჭერი ამ პროცესის, არამედ, როგორც ინვესტორი მოქმედებს და ჩვენ ამისთვის შესაბამისი ბიუჯეტიც გვაქვს გამოყოფილი. პრაქტიკულად ჩვენ კერძო სექტორისგან არ ვითხოვთ ინვესტიციის ჩადებას. იქნება ეს პროფესიული კოლეჯის შექმნა, თუ სხვადასხვა ინფრასტრუქტურული აღჭურვილობით ნაწილი, არამედ გვინდა მხოლოდ მათი მონაწილეობა, რომ სწორად დავსვათ ის მიზნები და ამოცანები, შედეგები, რომლებიც კურსდამთავრებულმა უნდა მიიღოს, რაც თავად დამსაქმებელს სჭირდება და მათი ამ პროცესში ჩართულობა, მართვის გაზიარება.

ათეულობით ასეთ პროექტზე მიმდინარეობს მუშაობა და რამდენიმე კონკრეტული შეთანხმებაც გვაქვს, რომლის ფარგლებშიც უახლოეს თვეებში გაიხსნება ისეთი ტიპის კოლეჯები სადაც უკვე კერძო სექტორი ჩვენთან ერთად მონაწილეობს და სადაც დასაქმების მაჩვენებელი პრაქტიკულად 100%-იანი იქნება და გარანტირებული“,- აღნიშნა გიორგი ამილახვარმა.

ავტორი:

ნინო ნატროშვილი
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები