2024 წლის ივნისში გადასახადებიდან მიღებული შემოსავლის ფაქტობრივმა მაჩვენებელმა შეადგინა 1,980 მლნ ლარი, რაც 5.2 პროცენტით აღემატება დაგეგმილ მაჩვენებელს.
ფინანსთა სამინისტროს მონაცემებით, 2024 წლის მაისში, ნაერთი ბიუჯეტის შემოსავლები წლიურად გაიზარდა 14.5 პროცენტით, ხოლო ხარჯები გაიზარდა 8.2 პროცენტით.
ნაერთი ბიუჯეტის საოპერაციო სალდომ, რაც წარმოადგენს მთავრობის დანაზოგს, შეადგინა 313.1 მლნ ლარი, ხოლო მთლიანი სალდო კი განისაზღვრა უარყოფითი 119.3 მლნ ლარით.
2024 წლის მაისში, გადასახადებიდან მიღებული შემოსავლის წლიურ ზრდაზე მნიშვნელოვანი დადებითი გავლენა იქონია საშემოსავლო და მოგების გადასახადებიდან მიღებულმა შემოსავლებმა, შესაბამისად 7 და 6 პროცენტიანი კონტრიბუციებით მთლიან ზრდაში.
უახლესი