დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
გადამზიდავმა კომპანია Inex Group-მა ცნობილ ჩინურ ონლაინ მაღაზია Taobao-სთან ექსკლუზიური პარტნიორობა დაიწყო

გადამზიდავმა კომპანია Inex Group-მა ცნობილ ჩინურ ონლაინ მაღაზია Taobao-სთან ექსკლუზიური პარტნიორობა დაიწყო

28-10-2024 20:00:00

გადამზიდავმა კომპანია Inex Group-მა ცნობილ ჩინურ ონლაინ მაღაზია Taobao-სთან ექსკლუზიური პარტნიორობა დაიწყო, რაც კომპანიის მომხმარებლებს ამანათების გამოწერის საშუალებას, განსაკუთრებული პირობებით, პირდაპირ საქართველოში აძლევს.

როგორც Business Insider Georgia-სთან საუბრისას Inex Group-ის გენერალურმა დირექტორმა გიორგი კაპანაძემ განაცხადა, Inex Group-ისა და Taobao-ს ექსკლუზიური თანამშრომლობა ონლაინ შოპინგის მოყვარულებს საშუალებას აძლევს, რომ Taobao-დან პროდუქცია საკმაოდ გამარტივებულად გამოიწერონ და მიიღონ. 

„ზოგადად მსოფლიოს ნებისმიერ ქვეყანაში მაღაზიები მომხმარებლებს პირდაპირ მიწოდებას სთავაზობენ. ეს მეთოდი საქართველოშიც ინერგება და Inex Group ამ მიმართულებით ვართ ლიდერები და პირველები ვინც Taobao-სთან ვთანამშრომლობთ. მანამდე იყო თანამშრომლობა Pinduoduo-სთან. 

ამიერიდან ჩვენს მომხმარებელს Taobao-დან გამოწერა უფრო გაუადვილდება, რადგანაც აღარ სჭირდება შუამავალი სერვისის გამოყენება. ეს არის მნიშვნელოვანი უპირატესობა, რაც ნიშნავს იმას, რომ მომხმარებელი აღარ ზრუნავს იმაზე, რომ მოხდეს ამანათის დეკლარირება, გამოიწეროს ინვოისი და ასე შემდეგ. რეალურად ამ თანამშრომლობის მეორე უპირატესობა არის ასევე ის, რომ მომხმარებელს მარტივად შეუძლია პირდაპირ იმ საიტიდან, საიდანაც ყიდულობს აირჩიოს რამდენიმე სახეობის სერვისი. ჩვენი და Taobao-ს თანამშრომლობის ფარგლებში მომხმარებელს შეუძლია აირჩიოს სამი სახის სერვისი, რაც გულისხმობს ამანათის მიღებას ქვეყნის მასშტაბით Inex Group-ის ფილიალებში, მეორეა ქვეყნის მასშტაბით საკურიერო მომსახურება და მესამეა გადაზიდვის ალტერნატიული გზა, როგორიც არის საზღვაო გადაზიდვა, რაც მნიშვნელოვან სხვაობას აძლევს მომხმარებელს ტარიფში. ასეთი გადაზიდვის ვადები გაცილებით მეტია, თუმცა ტარიფი არის საკმაოდ ხელსაყრელი და მოქნილი“, - განმარტავს გიორგი კაპანაძე.

Inex Group-ის გენერალური დირექტორის თქმით, Inex Group-ისა და Taobao-ს პარტნიორობა მომხმარებელს შედარებით დაბალი ტარიფებით და შემჭიდროებული ვადებით ამანათის მიღების საშუალებას აძლევს. 

„უპირატესობა არის ის, რომ ტარიფი არის შედარებით დაბალი და შედარებით შეღავათიანი მომხმარებლისთვის, ვიდრე საქართველოში დღეს ბაზარზე არსებული ტარიფებია. ასევე ვადები არის უფრო შემჭიდროებული და უფრო მეტი კონტროლია ვადებზე, რათა დროულად მიიღოს მომხმარებელმა ესა თუ ის ამანათი“, - განმარტავს Inex Group-ის ხელმძღვანელი.

გადამზიდავი კომპანიის გენერალური დირექტორი აცხადებს, რომ Taobao Amazon-თან ერთად არის მსოფლიოს მასშტაბით ერთ-ერთ ლიდერად ონლაინ ვაჭრობის პლატფორმა.

„საქართველოშიც ძალიან ბევრი მომხმარებელი უკვე აქტიურად იყენებს Taobao-ს, რათა სასურველი ნივთები შედარებით შეღავათიანი ფასებით შეიძინონ. რაც უფრო გამარტივებული იქნება ქართველი მომხმარებლისთვის Taobao-ზე შოპინგი, მით უფრო მეტი ადამიანი ჩაერთვება. Taobao-სთან ჩვენს თანამშრომლობას აქვს ბევრი უპირატესობა და ერთ-ერთი  არის ის, რომ Taobao მომხმარებელს ეტაპობრივად შესთავაზებს ინგლისურს ვერსიას. დღევანდელ დღესაც ორდერების პროცესში მენიუ უკვე ინგლისურ ენაზეა და ასევე, ძალიან მალე მთლიან აპლიკაციას ექნება ინგლისური ვერსიაც, რაც გაცილებით გაუადვილებს მომხმარებელს შოპინგს Taobao-ზე. აქამდე ერთ-ერთი დაბრკოლებას წარმოადგენდა ის, რომ Taobao-ს აპლიკაცია და საიტი ჩინურ ენაზე იყო და ბევრი მომხმარებლისთვის საკმაოდ გაუგებარი იყო და ვერ რისკავდნენ შოპინგს. თუმცა პროცესი დაწყებულია და ერთი თვის ვადაში Taobao-ს აპლიკაცია ინგლისურ ენაზე სრულყოფილად იქნება ნათარგმნი. 

ასევე მომხმარებელს აღარ უწევს დამატებითი ღონისძიებები, როგორიც არის დეკლარირება შუამავალი გადამზიდის საიტზე და ერთხელ აპლიკაციაში დამახსოვრებული მონაცემებით მოხდება შოპინგი, ღილაკზე ერთი ხელის დაჭერით. მას შემდეგ რაც მომხმარებელი Taobao-ზე შოპინგს დაასრულებს, მას სხვა ღონისძიებებს გატარება აღარ უწევს, ვიდრე ჩვენგან არ მიუვა შეტყობინება, რომ ამანათი ჩამოსულია. 

საქართველოში უკვე ოპერირებენ სხვა პლატფორმებიც, რომლებიც გამარტივებულ სერვისს სთავაზობენ მომხმარებელს და ამ შემთხვევაში ვგულისხმობ TEMU-ს. მის მიერ შემოთავაზებული სერვისი საკმაოდ ხელსაყრელი აღმოჩნდა ქართველი მომხმარებლებისათვის. ფაქტობრივად შეგვიძლია ვთქვათ, რომ ანალოგიური გამარტივებული სერვისები იქნება Taobao-დანაც  რაც მნიშვნელოვნად გაზრდის ამ პლატფორმისადმი ინტერესს“, - აღნიშნავს გიორგი კაპანაძე.

გადამზიდავი კომპანია Inex Group-ი ახორციელებს ონლაინ გამოწერილი ამანათების, პერსონალურად გამოგზავნილი ამანათებისა და კომერციული ტვირთების ტრანსპორტირებას ამერიკიდან, ევროპის ქვეყნებიდან და ჩინეთიდან.

Inex Group-ი 2010 წელს დაარსდა და დღეისათვის თანამშრომლობს პარტნიორ კომპანიებთან ამერიკის შეერთებულ შტატებში, ჩინეთში, იტალიაში, საბერძნეთში, გერმანიასა და დიდ ბრიტანეთში.

Inex Group-ი აგენტების ქსელის მეშვეობით სრულად ფარავს საბერძნეთისა და საქართველოს მთელ ტერიტორიას. კომპანია ასევე თანამშრომლობს აგენტებთან ისრაელში საფრანგეთში, ავსტრიაში, ესპანეთში, იტალიასა და გერმანიაში. საშუალო სტატისტიკური მონაცემებით  ევროპიდან, ჩინეთიდან და ამერიკიდან Inex Group-ი ყოველთვიურად იღებს 120 ტონა ტვირთს (17 000 ამანათი).

Inex Group-ი ფილიალებისა და აგენტების ქსელის მეშვეობით ამანათების მიწოდებას ახდენს მთელი საქართველოს მასშტაბით. მომხმარებლები საკუთარ გზავნილებს საქართველოს ყველა ქალაქსა და რაიონულ ცენტრში დამატებითი გადასახადის გარეშე იღებენ. კომპანიის მაღალკვალიფიციური პერსონალი კი უზრუნველყოფს მარტივ საბაჟო პროცედურებს და კლიენტებისათვის ამანათების მიწოდებას მაქსიმალურად მოკლე ვადაში.
Inex Group-ის თანამშრომლები მომხმარებელს უწევენ სატელეფონო და ონლაინ კონსულტაციას, რათა შეუფერხებლად გამოიწერონ სასურველი ნივთები მსოფლიოს ონლაინ მაღაზიებიდან და შეუფერხებლად მიიღონ ისინი მთელი საქართველოს მასშტაბით. 


 

ავტორი:

მაია არაბიძე
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები