დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
გადახდების მარტივი და მრავალფუნქციური საერთაშორისო პლატფორმა

გადახდების მარტივი და მრავალფუნქციური საერთაშორისო პლატფორმა

24-09-2024 11:48:00

Flitt- თიბისი ჯგუფის წევრი ფინტექ კომპანიაა, რომელიც ბიზნესებს ონლაინგადახდების საერთაშორისო პლატფორმას სთავაზობს. მოქნილი ტექნოლოგიური შესაძლებლობებით, ისგადახდების მართვის მარტივ და უსაფრთხო სერვისს უზრუნველყოფს. Flitt- გამოირჩევა გადახდების მიღების მრავალფეროვანი მეთოდებით, რომლებიც ერთ პლატფორმაზეა გაერთიანებული. ბიზნესებს სასურველი გადახდების მეთოდების ინტეგრაცია ცალ-ცალკე აღარსჭირდებათ - ერთი გამარტივებული ინტეგრაციით, ავტომატურად აქვთ წვდომა პლატფორმაზე არსებულ გადახდის ყველა მეთოდზე.

 

მიუხედავად იმისა, რომ თიბისის ონლაინგადახდების სერვისი დღემდე მნიშვნელოვან წილს ფლობსბაზარზე, ელკომერციის განვითარების ტემპიდან გამომდინარე, გუნდმა მისი დამოუკიდებლადგანვითარების საჭიროება დაინახა და ონლაინგადახდების პლატფორმა შეიძინა. უპირატესობააისიც, რომ ადგილობრივ გუნდს მაღალკვალიფიციური საერთაშორისო სპეციალისტები შემოუერთდა.

 

პლატფორმას საერთაშორისო ბაზარზე ოპერირების შვიდწლიანი გამოცდილება აქვს. Flitt- ფლობსისეთი მნიშვნელოვან პროდუქტებსა და ფუნქციონალს, რაც აქამდე, ბიზნესებისთვის რთულად ანსაერთოდ არ იყო ხელმისაწვდომი.


 

  • მერჩანტებს სხვადასხვა ქვეყანაში ონლაინგადახდების მენეჯმენტი პლატფორმის ერთიინტეგრაციით შეუძლიათ, რაც მათ სტრატეგიული ბაზრების ათვისებას უმარტივებს


 

  • ასევე ერთი მარტივი ინტეგრაციით ხდება გადახდების თანამედროვე მეთოდების გააქტიურება: Apple Pay, Google Pay, ბარათის მონაცემებით გადახდა და სხვა.


 

  • მერჩანტს შეუძლია გადახდის გვერდი საკუთარ ვებგვერდზე თავისივე დიზაინით ჩააშენოს, ანგადამისამართების საშუალებით გამოიყენოს Flitt-ის გადახდის გვერდი.


 

  • ინტეგრაციის რთული პროცესის გასამარტივებლად, დეველოპერებს სთავაზობს მარტივადინტეგრირებად API- და მზა SDK ნაკრებებს, ასევე ინტეგრაციის ინსტრუქციის ონლაინპორტალსდა 24/7-ზე ონლაინ ტექნიკურ მხარდაჭერას.


 

  • ბიზნესებს თავად შეუძლიათ გადახდებისა და ანგარიშსწორების პროცესის ციფრულად მართვა, დეტალურ რეპორტებზე წვდომის მიღება და მომხმარებელთა ქცევის ანალიზი, რაც საბოლოოდხელს უწყობს ეფექტური ბიზნეს გადაწყვეტილებების მიღებას.


 

  • Flitt- უზრუნველყოფს გარანტირებულ უსაფრთხოებას PCI DSS პირველი ხარისხის სტანდარტით, რაც გულისხმობს იმის, რომ  მომხმარებელთა სენსიტიური ინფორმაცია მაქსიმალურადდაცულია;


 

  • ონლაინგადახდები შემოწმებას Anti-Fraud-ის შიდა სისტემაში გადიან, რაც ბიზნესს თაღლითურიტრანზაქციების რისკებს უმცირებს. სისტემის გამართული მუშაობა კი უზრუნველყოფსგადახდების უწყვეტობას, ზრდის  Сonversion Rate- და ამცირებს ოპერაციულ ხარვეზებს;

 

  • Flitt- ინტეგრირებულია პოპულარულ და მოქნილ ონლაინ პლატფორმებთან: Shopify, WIX, WooCommerce, CS cart და ..

 

აღნიშნული ფუნქციონალები Flitt- აძლევს შესაძლებლობას იყოს ონლაინგადახდების ლიდერიპლატფორმა რეგიონში. პირველ ეტაპზე Flitt-ის სერვისებით მსოფლიოს ნებისმიერი წერტილიდანმიღებული გადახდების მართვა საქართველოს, უზბეკეთის, მოლდოვასა და სომხეთის ბაზრებზერეგისტრირებულ ბიზნესებს შეუძლიათ, მომავალში კი მისი არეალის გაფართოება იგეგმება.

 

 

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები