თუ ამას კითხულობ, ესე იგი, უკვე იცი, რომ საქართველოს ბანკის ბარათით ყოველი გადახდისას PLUS ქულებს აგროვებ. რა ჯობია, როდესაც თანხის ხარჯვისას ზედმეტი ძალისხმევის გარეშე აგროვებ ქულებს, რომლებსაც მერე სასურველ ნივთსა თუ მომსახურებაში გადაცვლი!
თუმცა სულ ეს არ არის: 1-ლი მაისიდან 25 ივნისის ჩათვლით კი პლუსებით გადახდა კიდევ უფრო მომგებიანია, რადგან საქართველოს ბანკის გათამაშება იწყება და PLUS ქულების გახარჯვისას შეიძლება სოლიდურ პრიზებსაც გამოჰკრა ხელი!
გათამაშებაში მონაწილეობა მარტივია და დამატებით არანაირი ფუნქციის აქტივაცია არ გიწევს. თუ 25 ივნისამდე მინიმუმ 1000 PLUS ქულას დახარჯავ ონლაინ ყიდვისას და ასევე ფიზიკური ბარათით ან ციფრული ბარათით გადახდისას, ავტომატურად ხვდები გათამაშებაში. სულ ეგ არის!
რაც უფრო მეტ PLUS ქულას დახარჯავ, მეტი შანსი გაქვს მოგების. თანაც მხოლოდ ერთხელ კი არა, ყველა ჯერზე შეიძლება გახდე გამარჯვებული.
ქულების დახარჯვა პარტნიორ ობიექტებში შეგიძლია, ამავდროულად კი სპეციალურ შეთავაზებებს შეგიძლია მიადევნო თვალი და კიდევ უფრო შეღავათიანი პირობებით ისარგებლო.
შენიშვნა: საქართველოს ბანკის თანამშრომლებს არ შეუძლიათ გათამაშებაში მონაწილეობის მიღება.
გამარჯვებულები შემთხვევითობის პრინციპით გამოვლინდებიან, პრიზები კი ყველა გემოვნებისა და ინტერესების მქონე ადამიანს მოეწონება: ქვემოთ ჩამოთვლილი მაღაზიების
100, 500, 1000 და 5000-ლარიანი ვაუჩერები!
ჩამოთვლილი მაღაზიების პროდუქტების ფართო არჩევანს გვთავაზობენ, ამიტომ შენი ვაუჩერის გახარჯვა არ გაგიჭირდება. მარტივად შეძლებ შეარჩიო საუკეთესო საჩუქარი საყვარელი ადამიანისთვის ან საკუთარი თავისთვის. თანაც თუკი ერთხელ მოიგებ, იცოდე, რომ გათამაშებაში მონაწილეობას აგრძელებ. შეიძლება კიდევ გაგიმართლოს და უფრო მაღალნომინალიანი ვაუჩერი მოიგო.
თუ იღბლიან გამარჯვებულებში მოხვდი, PLUS ქულებით გადახდის შემდეგ მომენტალურად მიიღებ შეტყობინებას, რომელშიც მითითებული იქნება სასაჩუქრე ვაუჩერის აქტივაციის ლინკი.
ასე რომ, შეამოწმე მობილბანკში PLUS ქულების ბალანსი, პლუსების გასახარჯად მაისი და ივნისი საუკეთესო თვეებია! თუ ჯერ კიდევ არ იცი, რა არის PLUS ქულები და როგორ შეგიძლია გამოიყენო, ამ ბმულს შეგიძლია ესტუმრო.
Insider WEEKEND-ის მხარდამჭერია სელფი მობაილი
უახლესი
5 საათის წინ
ლარი ევროსთან და აშშ დოლართან გამყარდა