ვილისაც აქვს ძალიან დიდი სურვილი, რომ აქ იყოს. საბოლოო ჯამში, რაღაც პერიოდის შემდეგ, ალბათ ოფიციალურად გვეცოდინება რა იქნება მომდევნო წელს, - ამის შესახებ ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა ლევან კობიაშვილმა განაცხადა.
წამყვანმა მას ჰკითხა, გააგრძელებს თუ არა ნაკრების მთავარი მწვრთნელი ვილი სანიოლი ნაკრების გაწვრთნას, რაზეა დამოკიდებული და როდის გადაწყდება.
„ვილისთან სამომავლო გეგმებზე საუბარი გვქონდა იქამდე, სანამ პლეი ოფებს ვითამაშებდით, სანამ ევროპის ჩემპიონატს უშუალოდ დავიწყებდით. ჩვენი პოზიცია იცის ვილიმ. წლის ბოლომდე გვაქვს ხელშეკრულება. ძალიან დიდი სურვილი გვაქვს, რომ რაც შეიძლება დიდი ხანი იყოს ის ჩვენთან, მისი პოზიცია ჩვენ ვიცით. მიუხედავად იმისა, რომ არც ეს არის სიახლე და გასაკვირი, რომ ვილის მიმართ ძალიან დიდი ინტერესია, ტურნირამდეც იყო ეს ინტერესი და ეს გვახარებს. ვილისაც აქვს ძალიან დიდი სურვილი, რომ აქ იყოს. საბოლოო ჯამში, რაღაც პერიოდის შემდეგ, ალბათ ოფიციალურად გვეცოდინება რა იქნება მომდევნო წელს. თამაშები გვაქვს სექტემბერში, მოქმედი ხელშეკრულება გვაქვს ჯერ ვილისთან და ჩვენთან ერთად არის“, - აღნიშნა კობიაშვილმა.
უახლესი
4 საათის წინ
დამატებით დაიბრუნეთ 30% - Black Friday შეთავაზება