გალტენ & თაგარტის პროგნოზით, FMCG სექტორი ( სწრაფადბრუნვადი სამომხმარებლო პროდუქცია) საშუალოდ 14.2%-ით გაიზარდა 2018-23 წლებში და გააგრძელებს 10.0%-იან ზრდას 2024-28 წლებში.
ერთი ოჯახის ყოველთვიური დანახარჯები FMCG პროდუქციაზე 1,450 ლარს შეადგენდა 2023 წელს, რაც ხარჯების 45.1%-ია. ტურისტების და მიგრანტების დანახარჯების 80%- ზე მეტი თბილისსა და ბათუმზე ნაწილდება.
FMCG სექტორი ძირითადად ადგილობრივი მოსახლეობის მოხმარების ხარჯზე იზრდება, თუმცა ტურიზმის აღდგენასა და მიგრანტების შემოდინებას მნიშვნელოვანი კონტრიბუცია ჰქონდა 2022 წელს (წლიური ზრდის 33.5%). ეს ეფექტი შესუსტდა მაღალი ბაზის გამო 2023 წელს.
FMCG ბაზრის ზომა
ბრენდული ქსელები საშუალოდ 28.1%-ით, ხოლო სხვა ფორმატები 8.8%-ით გაიზარდა 2018-23 წლებში.
ბრენდული ქსელების წილი 21.7%-დან 38.6%-მდე გაიზარდა 2018-23 წლებში. ბრენდული ქსელების ბაზარი 18.4%-იან ზრდას გააგრძელებს 2023-28 წლებში გეოგრაფიული ექსპანსიისა და სტრატეგიული განვითარების ხარჯზე, რაც საბაზრო წილის 55.6%-მდე ზრდას გამოიწვევს.
რეგიონალური ექსპანსია
FMCG ბაზრის ზომა რეგიონების მიხედვით 2023 წელს, მლრდ ლარი (დღგ-ს ჩათვლით)
თბილისი - 10.0 ₾;
აჭარა - 2.1 ₾;
იმერეთი - 2.1 ₾;
ქვემო ქართლი - 1.6 ₾;
სამეგრელო - 1.3 ₾;
კახეთი - 1.2 ₾;
შიდა ქართლი - 0.9 ₾;
სამცხე-ჯავახეთი - 0.7 ₾;
მცხეთა-მთიანეთი - 0.6 ₾;
გურია - 0.4 ₾;
რაჭა-ლეჩხუმი - 0.2 ₾;
საქართველოში, ბრენდული ქსელების ბაზარზე სულ 50 კომპანიაა, თუმცა დიდი ოთხეულის (ნიკორა, ორი ნაბიჯი, სპარი და კარფური) საბაზრო წილი 55%-ს აღწევს. ჯამურ ბაზართან შედარებით, თბილისი მეტად კონცენტრირებულია და TOP-4 კომპანიის წილი 63%-მდეა.
უახლესი
3 საათის წინ
როგორ გამოვიმუშაოთ Roamingo-ს უფასო ინტერნეტი