დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
ფქვილის იმპორტზე გადასახადის შემოღების შემდეგ, კონკურენციის პირობები გათანაბრდა  - ლევან სილაგავა

ფქვილის იმპორტზე გადასახადის შემოღების შემდეგ, კონკურენციის პირობები გათანაბრდა - ლევან სილაგავა

25-11-2023 19:00:58

დღევანდელ სიტუაციას თუ დავაკვირდებით შემცირებულია ფქვილის იმპორტი, ხოლო გაზრდილია ხორბლის იმპორტი, - აცხადებს ხორბლისა და ფქვილის მწარმოებელთა ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორი ლევან სილაგავა.

მისი განმარტებით, დამაბალანსებელი გადასახადის შემოღების შემდეგ, როდესაც გათანაბრდა კონკურენციის პირობები ამ შემთხვევაში სამივე დარგი პურის, ფქვილის და მარცვლეულის წარმოებაც სინქრონულად მუშაობს.

„ფასების მხრივ მდგომარეობა სტაბილურია, იქიდან გამომდინარე და რეგიონულადაც მეტი ხორბალია. რუსეთთან მიმართებაში თუ ვისაუბრებთ მათ ჰქონდათ რეკორდული მოსავალი როგორც შარშან ასევე წელს კარგი მოსავალი ჰქონდათ, აქედან გამომდინარე კი გარდამავალი მარაგები მეტი აქვთ. რეალურად დღეს საქართველოში შემოდის რუსული ხორბალი და ის შემოდის იაფად. 

უახლოესი თვეების განმავლობაში მინიმუმ გაზაფხულამდე პრობლემა არ იქნება, იმიტომ, რომ ხორბალიც შემოტანილია და კეთდება მარაგები. მარაგებიდან გამომდინარე ჩვენ დაბალანსებული გვექნება თებერვლამდე. დეკემბერი ვაჭრობაში ფაქტობრივად პაუზის თვედ ითვლება და აქედან გამომდინარე შემდეგი ანალიტიკა იქნება თებერვალში, რომელიც განსაზღვრავს ტენდენციებს და შემდეგი გაზაფხულიდან თუ რა მიმართულებით წავა ბაზარი“, - განმარტავს ლევან სილაგავა. 

2023 წლის იანვარ-ოქტომბერში საქართველომ 172,815.54 ტონა ხორბლის იმპორტი განახორციელა, რაც 2022 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 29%-ით გაზრდილი მაჩვენებელია. 2022 წლის 10 თვეში ქვეყანამ 134,299.71 ტონა ხორბალი იყიდა. საქართველოში იმპორტირებული ხორბლის 99%-ი ქვეყანაში რუსეთიდან შემოდის.

რაც შეეხება ფქვილს, 2023 წლის 10 თვეში ქვეყანამ 123,700.97 ტონა ფქვილის იმპორტი განახორციელა, 2022 წლის ანალოგიურ პერიოდში კი 147,098.29 ტონის, შესაბამისად კლება 16%-ია. 
 

ავტორი:

მაია არაბიძე
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები