დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
Fitch-ის პროგნოზით, მომდევნო წლებში კვლავ მიზნობრივზე დაბალი ინფლაცია შენარჩუნდება

Fitch-ის პროგნოზით, მომდევნო წლებში კვლავ მიზნობრივზე დაბალი ინფლაცია შენარჩუნდება

07-12-2024 11:05:00

საკრედიტო სააგენტო Fitch-მა ქვეყნის სუვერენული რეიტინგი უცვლელად BB დონეზე დატოვა.

როგორც Fitch-ის ანგარიშშია აღნიშნული, ბოლო წლებში დაბალი ინფლაცია ნარჩუნდება. Fitch-ის პროგნოზით, ინფლაცია საშუალოვადიან პერიოდში, კვლავ მიზნობრივ, 3%-ზენაკლები იქნება და 2%-ის ფარგლებში ჩამოყალიბდება.

„2024 წლის იანვარ-ნოემბერში ინფლაციამ საშუალოდ 1% შეადგინა, რაც 3%-იან მიზნობრივ მაჩვენებელზე გაცილებით დაბალია, ადგილობრივი ფასების შესუსტებული ინფლაციის გამო", - ნათქვამია Fitch-ის ანგარიშში. 

Fitch-ის პროგნოზით, მომდევნო წლებში ინფლაცია კვლავ მიზნობრივზე დაბალი შენარჩუნდება. სააგენტოს ვარაუდით, 2025 წელს ინფლაცია 2.1%, ხოლო 2026 წელს 2.3%იქნება. 

მიუხედავად რეზერვების შემცირებასთან დაკავშირებული რისკებისა, Fitch პოზიტიურადაფასებს სებ-ის მიერ მიღებულ ზომებს აღნიშნული რისკების შერბილების მიმართულებით და აღნიშნავს, რომ ნოემბერში სებ-მა რეზერვების შევსების მიზნით 124.5 მილიონი დოლარი შეიძინა. 

ამასთან, საკრედიტო სააგენტო აღნიშნავს, რომ სებ-ის გადაწყვეტილება - კომერციული ბანკებისთვის უცხოური ვალუტის ვალდებულებებზე სარეზერვო ნორმის 5 პროცენტული პუნქტით გაზრდა ხელს შეუწყობს საერთაშორისო სავალუტო რეზერვების ზრდას. 

ანგარიშის თანახმად, გამოწვევების მიუხედავად, ქვეყანა კვლავ განიცდის სოლიდურ ეკონომიკურ ზრდას.  სააგენტოს შეფასებით, საშუალოვადიან პერიოდში კვლავ სახეზე იქნება მშპ-ის დადებითი ზრდის ტემპი და იგი 5%-ის ფარგლებში დასტაბილურდება.

 

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები