Galt & Taggart-ის ინფორმაციით, საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ 2024 წლის 20 აგვისტოს 6.9-წლიანი 75 მლნ ლარის (27.9 მლნ აშშ დოლარის) ოდენობის ობლიგაციების ემისია განახორციელა.
„ამ ფასიან ქაღალდებზე მოთხოვნა 2.7-ჯერ მაღალი იყო და საშუალო შეწონილი საპროცენტო განაკვეთი წინა აუქციონთან შედარებით 0.646პპ-ით შემცირდა და 9.152% შეადგინა“,- ნათქვამია Galt & Taggart-ის მიმოხილვაში.
„უახლესი აუქციონი დაგეგმილია 2024 წლის 27 აგვისტოს, სადაც 5-წლიანი 85 მლნ ლარის ნომინალური ღირებულების ბენჩმარკ ობლიგაციები გაიყიდება,"- ნათქვამია ფინანსთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
უახლესი