ფეროშენადნობების ექსპორტი 41%-იან ზრდას აჩვენებს. საქსტატის ინფორმაციით, 2024 წლის იანვარ-მაისში საქართველოდან 99,962.55 ტონა ფეროშენადნობების ექსპორტის განხორციელდა, ხოლო 2023 წლის იანვარ-მაისში კი 70,737.85 ტონის.
2024 წლის 5 თვეში ქვეყანამ მთლიანობაში 105,575.89 ათასი დოლარის ფეროშენადნობების ექსპორტი განახორციელა, რაც 22%-ით მეტია გასული წლის 5 თვეში ქვეყნიდან ექსპორტირებული ფეროშენადნობების ღირებულებასთან.
რაც შეეხება ფეროშენადნობების საექსპორტო ქვეყნებს პირველ ადგილზეა თურქეთია, რომელზეც იანვარ-მაისში ექსპორტირებული ფეროშენადნობების 37%-ი მოდის.
TOP ქვეყანა, სადაც საქართველომ ფეროშენადნობები გაყიდა:
თურქეთი - 36,613.40 ტონა - 37,213.66 ათასი დოლარი,
აშშ - 17,672.69 ტონა - 19,615.19 ათასი დოლარი,
ეგვიპტე - 13,048.70 ტონა - 13,164.31 ათასი დოლარი,
ალჟირი - 5,000.00 ტონა - 5,238.00 ათასი დოლარი,
უკრაინა - 4,635.00 ტონა - 5,156.37 ათასი დოლარი.
აღსანიშნავია, რომ ბოლო წლების სტატისტიკის მიხედვით ქვეყანამ ფეროშენადნობების ექსპორტის რეკორდი 2021 წელს დაამყარა, როდესაც ქვეყნამ 299,384.71 ტონა ფეროშენადნობები გაყიდა, საიდანაც 477,432.79 ათასი დოლარის შემოსავალი მიიღო.
უახლესი