დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
ფეროშენადნობების ექსპორტი 52%-ითაა შემცირებული

ფეროშენადნობების ექსპორტი 52%-ითაა შემცირებული

22-02-2024 18:00:00

ფეროშენადნობების ექსპორტი 52%-ითაა შემცირებული. საქსტატის ინფორმაციით, 2024 წლის იანვარში ქვეყნიდან 19,670.55 ტონა ფეროშენადნობები გავიდა, 2023 წლის იანვარში კი 40,829.05 ტონა, შესაბამისად კლება 51.8%-ია. 

იანვარში ექსპორტირებული ფეროშენადნობების საერთო ღირებულება 19,420.60 ათასი დოლარი იყო, გასული წლის იანვარში კი 50,814.81 ათასი დოლარი, ამ შემთხვევაში შემცირება 62%-ის დონეზეა.

2024 წლის იანვარში საქართველოდან ფეროშენადნობების ექსპორტი 14 ბაზარზე განხორციელდა, თუმცა ლიდერი თურქეთია, რომელზედაც ამ ნედლეულის ექსპორტის 55%-ი მოდის. 

TOP-5 ქვეყანა, სადაც საქართველომ ყველაზე მეტი რაოდენობის ფეროშენადნობების ექსპორტი განახორციელა:

  • თურქეთი - 10,786.12 ტონა,
  • ეგვიპტე - 2,205.30 ტონა,
  • საფრანგეთი - 2,000.00 ტონა,
  • უკრაინა - 814.00 ტონა,
  • აზერბაიჯანი - 814.00 ტონა.

ავტორი:

მაია არაბიძე
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები