დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
ფეროშენადნობების ექსპორტი 26%-იან კლებას აჩვენებს

ფეროშენადნობების ექსპორტი 26%-იან კლებას აჩვენებს

27-03-2024 10:00:00

ფეროშენადნობების ექსპორტი 26%-ითაა შემცირებული. საქსტატის მონაცემებით, 2024 წლის იანვარ-თებერვალში ექსპორტზე 57,446.26 ტონა ფეროშენადნობები გავიდა, რომლის საერთო ღირებულებაც 71,698.02 ათასი ლარი იყო. 2023 წლის იანვარ-თებერვალში კი ექსპორტზე 42,096.91 ათასი დოლარის ღირებულების 42,310.35 ტონა ფეროშენადნობები გავიდა. 

ფეროშენადნობების ექსპორტის 46,5%-ი თურქეთზე მოდის. მეორე ადგილზეა ეგვიპტე, რომელზედაც ფეროშენადნობების ექსპორტის 20%-ი მოდის. 

TOP-5 ქვეყანა, სადაც საქართველომ ფეროშენადნობები გაყიდა.

თურქეთი - 19,692.32 ტონა,

ეგვიპტე - 8,541.00 ტონა,

უკრაინა - 2,813.00 ტონა,

საფრანგეთი - 2,000.00 ტონა,

იატალია - 1,823.16 ტონა.

ავტორი:

მაია არაბიძე
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები