დღეს „იმედის დილაში“ რუბრიკა Business Insider Georgia-ს მთავარი თემა ევროპის საფეხბურთო ჩემპიონატი იყო, რომელიც 14 ივნისს გაიხსნა და საქართველოს ნაკრები ჩემპიონატში უკვე ხვალ, 18 ივნისს ითამაშებს.
როგორც რუბრიკის წამყვანმა გიორგი აბაშიშვილმა განაცხადა, 90-იანი წლების შემდეგ ქვეყანამ აღმასვლა შეძლო და იმავეს შეძლებს საქართველოს საფეხბურთო ნაკრები ევროპის ჩემპიონატზეც.
„დღეს Business Insider Georgia-ს თემა განსხვავებულია და „მე ვარ საქართველო“. წარმატებები საქართველოს ნაკრებს. დღეს ვისაუბრებთ თემაზე, რომელიც გარკვეულ შემთხვევაში მცირედით იკარგება ხოლმე წმინდა სპორტული მოვლენებიდან გამომდინარე. ვინაიდან სპორტული მიღწევები უმნიშვნელოვანესია, მაგრამ სპორტული მიღწევების უკან ყოველთვის დგას ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტი, რასაც ფინანსები ჰქვია.
ჩვენ ვეცდებით, რომ ფეხბურთი წარმოვადგინოთ ციფრებში. თუმცა მანამდე მნიშვნელოვანია, რომ ოდნავ სხვაგვარად დავინახოთ ევროპის ჩემპიონატი და ვნახოთ ვინ მონაწილეობს.
აღვნიშნავ, რომ ეს არის პირველი ჩემპიონატი, რომელსაც პოლიტიკური დატვირთვაც აქვს. ევრო 2024 ში მონაწილე ქვეყნები დავყავით იმ კატეგორიებად, რა სტატუსითაც ევროპის ჩემპიონატში მონაწილეობენ: ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნები, დიდი ბრიტანეთი და შვეიცარია, ევროკავშირის წევრი ქვეყნები. პირველი და ისტორიული ჩემპიონატია, სადაც აბსოლუტურად ყველა მონაწილე ქვეყანას მისი პოლიტიკური სტატუსი აქვს.
ხაზი მინდა გავუსვა ევროკავშირის სტატუსის მქონე ქვეყნები მონაწილეობას, სადაც საქართველო პირველად, ხოლო უკრაინა ევროკავშირის კანდიდატის სტატუსით მქონე ქვეყნის რანგში, პირველად მონაწილეობს ევროპის ჩემპიონატზე.
აქ აღარ არის რუსეთი, რომელიც უშანსოდ იყო მიმდინარე ჩემპიონატზე. არ უნდა დაგვავიწყდეს თუ რა გზა გავიარეთ იმისთვის, რომ აქამდე მოვსულიყავით, საქართველოს სსრკ-ს დაშლის შემდგომ ყველაზე დიდი ვარდნა ჰქონდა, თითქმის -50%-დან დავიწყეთ.
ევროპის ჩემპიონატის მონაწილე ქვეყნებიდან, არავის ასეთი ეკონომიკური ვარდნა არ ქონია, ანუ საქართველომ მინუსებიდან დაიწყო, მაგრამ დღეს ყველაზე მაღალი ეკონომიკური ზრდა ჩვენ ქვეყანას აქვს.
დიახ, ევროპის ჩემპიონატზე საქართველოსაც გამოუვა, რადგანაც საქართველომ შეძლო ეს ეკონომიკურად.
ძალიან მნიშვნელოვანია ვეტერანი ფეხბურთელების საუბრები. ვიდრე საქართველო იქნება ევროპის ჩემპიონატზე, ვიდრე საქართველო იქნება ბოლომდე, მანამდე საქართველოა მთავარი ფავორიტი.
მიკვირს, როდესაც ქართველები, სხვა ქვეყნის გამარჯვებაზე აკეთებენ პროგნოზს, მიკვირს, როგორ უნდა ვთქვათ ეს ვიდრე საქართველოს ეროვნული ნაკრების მაისური იქნება მოედანზე. რომ მორჩება მერე ვისაუბროთ, მერე გადავერთოთ, მანამდე მარტო საქართველოა.
როგორ შეიძლება არ დავიჯეროთ, ვეტერან ფეხბურთელებს მაინც დავუჯეროთ, მათ ვისაც მაღალ დონეზე ნათამაშები აქვთ. გააქილიკეს რევაზ ძოძუაშვილის მოსაზრება და მინდა სრულად გავიზიარო რაც თქვა:
„დიახ ამბიცია გაქვს ფინალის თამაშის“ - ეს რევაზ ძოძუაშვილმა თქვა, ძალიან ცნობილმა ფეხბურთელმა და ძალიან მაგარმა მწვრთნელმა. მე როგორ მივალ მის პროფესიონალიზმთან ამ კუთხით. ჩემი ემოციებია, მისი პროფესიონალიზმია. მოდით ვიყოთ ემოციებით და ფეხბურთელების პროფესიონალიზმით“, - აღნიშნა აბაშიშვილმა.
გიორგი აბაშიშვილმა საქართველოს საფეხბურთო ნაკრების სატრანსფერო ღირებულებაზეც ისაუბრა და თქვა, რომ , საქართველოს ნაკრების სატრანსფერო ღირებულება 161,05 მლნ ევროა.
„მნიშვნელოვანია თუ რა ვითარებაა სატრანსფერო ბაზარზე, საქართველოს ნაკრების სატრანსფერო ღირებულება 161,05 მლნ ევროა. სხვათა შორის საქართველო არ არის ფავორიტებში, მაგრამ საქართველოს აქვს თავისი უპირატესობები. ყველა ანალიტიკური გამოცემა, რომელიც ფეხბურთელების ფასებს დააკვირდა, აღნიშნავს, რომ საქართველოს ნაკრებში თამაშობენ ფეხბურთელები, რომელთა ამჟამინდელი საბაზრო ფასი არ არის რეალური. ანუ საქართველოს ნაკრების ფეხბურთელებს მაინც და მაინც კარგად არ იცნობენ.
სხვადასხვა ანალიტიკური გამოცემის მიხედვით, საქართველოს ეროვნული ნაკრების სატრანსფერო ფასი გაორმაგების ზვარზე იქნება ვიდრე ზამთრის სატრანსფერო ფანჯარა გაიხსნება. ეს შესაძლებელია, რადგანაც სწორედ ეს არის საქართველოს უპირატესობა. დღეს მაინც და მაინც არ გვაფასებენ, მაგრამ ჩვენ დავამტკიცებთ. ბევრ რამეში არ გვაფასებდნენ, მაგრამ ჩვენ დავამტკიცეთ.
ძალიან საინტერესოა, საქართველოს ნაკრების ფრანგი მწვრთნელის ვინი სანიოლი სიტყვები:
„შეიძლება ჩვენ არ ვართ დიდ ქვეყანა, მაგრამ ახლა ხალხი გაიგებს, რომ საქართველო არის ქვეყანა, რომელსაც აქვს მნიშვნელობა. ვინი სანიოლი მის ერთ-ერთ კომენტარში ხაზს უსვამს იმას, რომ საქართველოს ნაკრების ეს წარმატება არის საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის 10 წლიანი საქმიანობის შედეგი“, - აღნიშნა გიორგი აბაშიშვილმა.
უახლესი
2 საათის წინ
ლარი ევროსთან და აშშ დოლართან გამყარდა