დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
Fed-მა საპროცენტო განაკვეთი შეამცირა

Fed-მა საპროცენტო განაკვეთი შეამცირა

08-11-2024 16:11:00

აშშ-ს ფედერალურმა სარეზერვო სისტემამ საბაზისო განაკვეთის 25 საბაზისო პუნქტით, 4,5-მდე შემცირების გადაწყვეტილება მიიღო, ნათქვამია დეპარტამენტის პრესრელიზში. განაკვეთის შემცირების გადაწყვეტილება ერთხმად იქნება მიღებული. 2020 წლის მარტის შემდეგ, ეს უკვე მეორე შემთხვევაა, როდესაც Fed-მა  განაკვეთების შემცირება გადაწყვიტა.

”უახლესი მაჩვენებლები მიუთითებს იმაზე, რომ ეკონომიკური აქტივობა აგრძელებს გაფართოებას ძლიერი ტემპით,” - ნათქვამია Fed-ის განცხადებაში. ინფლაციამ „მიაღწია პროგრესს“ 2%-იანი მიზნისკენ, მაგრამ რჩება „გარკვეულად მაღალი“. ამასთან, მიმდინარე წლის დასაწყისიდან შესუსტდა შრომის ბაზარი, გაიზარდა უმუშევრობა.

Fed-მა კიდევ ერთხელ დაადასტურა თავისი მიზნები გრძელვადიან პერსპექტივაში 2%-იანი ინფლაციისა და მაქსიმალური დასაქმების მაჩვენებლის მიღწევასთან დაკავშირებით. კომიტეტი მიიჩნევს, რომ დასაქმებისა და ინფლაციის მიზნების მიღწევის რისკები დაახლოებით დაბალანსებულია. ამასთან, ეკონომიკური პერსპექტივები გაურკვეველია.

კომიტეტი ასევე აღნიშნავს, რომ მზადაა მოახდინოს მონეტარული პოლიტიკის კორექტირება, თუ გაჩნდება რისკები, რომლებიც ხელს უშლის ინფლაციის მიზნის მიღწევას. სამიზნე განაკვეთის დიაპაზონის შემდგომი კორექტირების განხილვისას, კომიტეტი ყურადღებით შეაფასებს შემოსულ მონაცემებს, განვითარებად პროგნოზებს და რისკების ბალანსს.

შემდეგი შეხვედრა გაიმართება 2024 წლის 17-18 დეკემბერს, რის შემდეგაც Fed ასევე წარადგენს განახლებულ მაკრო პროგნოზებს. 

 

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები