2024 წლის ოქტომბერში 6 გამოშვებისა და 1 გამოსყიდვის აუქციონი ჩატარდა, სადაც სახაზინო ფასიანი ქაღალდების ჯამურმა გამოშვების მოცულობამ 306.7 მლნ ლარი შეადგინა. ფინანსთა სამინისტროს ცნობით, საშუალო შეწონილმა საპროცენტო განაკვეთმა 8.282% შეადგინა.
აღსანიშნავია, რომ საერთო ჯამში გამოშვებულ იქნა 6 და 12 თვის ვადიანობის და 3, 5, 7 და 11 წლის ნარჩენი ვადიანობის მქონე სახაზინო ობლიგაციები. დაიფარა 268.95 მლნ ლარის მოცულობის სახაზინო ვალდებულებები.
2024 წლის 31 ოქტომბრისათვის სახელმწიფო ფასიანი ქაღალდების პორტფელის დაახლოებით 34% ფორმირებულია იმ ფასიანი ქაღალდებით, რომელთა დაფარვის ვადა დგება მომავალი 3-5 წლის განმავლობაში.
სახელმწიფო ფასიანი ქაღალდების პორტფელში ასევე დიდი წილი უკავია 1-დან 3 წლამდე ობლიგაციებს (დაახლოებით 27%).
მოთხოვნის კოეფიციენტი გასული თვის მაჩვენებელთან (სექტემბერი 2.32) შედარებით შემცირდა და 2.19 შეადგინა.
ოქტომბერში სახაზინო ფასიანი ქაღალდების დარჩენილი საშუალო შეწონილი ვადიანობამ 3.53 წელი შეადგინა
(სექტემბერი 3.46 წელი).
უახლესი