დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
ფასების ზრდა და სიღარიბე კვლავ ყველაზე მნიშვნელოვან ეროვნულ საკითხებად დასახელდა - NDI

ფასების ზრდა და სიღარიბე კვლავ ყველაზე მნიშვნელოვან ეროვნულ საკითხებად დასახელდა - NDI

03-05-2023 13:10:33

ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტისა (NDI) და CRRC-საქართველოს მიერ დღეს გამოქვეყნებული კვლევის თანახმად, მოქალაქეებისთვის ფასების ზრდა, სამუშაო ადგილები და სიღარიბე კვლავ ყველაზე დიდი გამოწვევებია. 

კითხვაზე რომელი ეროვნული საკითხებია თქვენთვის და თქვენი ოჯახებისთვის მნიშვნელოვანი,  29% ფასების ზრდასა და სამუშაო ადგოლებს ასახელებს, 27% ამბობს რომ მთავარი გამოწვევა სიღარიბეა. 

23%-ს მიაჩნია, რომ ეროვნულ საკითხებს შორის მთავარი გამოწვევა ტერიტორიული მთლიანობაა, ხოლო 18% კი პენსიებსა და ხელფასებს ასახელებს. 

კვლევა 17-23 მარტის პერიოდში ქვეყნის მასშტაბით ჩატარებულ, საქართველოს ზრდასრული მოსახლეობის წარმომადგენლობით სატელეფონო გამოკითხვის შედეგებს ემყარება (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით). მარტში ჩატარებული გამოკითხვა 1032 დასრულებულ ინტერვიუს მოიცავს. საშუალო ცდომილების ზღვარი +/- 2 პროცენტია.

ავტორი:

ნინო ნატროშვილი
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები