დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
Eximcrop-ი „ჭკვიან“ ყუთებს „ნიკორას“ ქსელში ტესტავს

Eximcrop-ი „ჭკვიან“ ყუთებს „ნიკორას“ ქსელში ტესტავს

04-10-2023 18:05:29

კომპანია Eximcrop-ი ქსელური მარკეტებიდან პირველად „ჭკვიან ყუთებს“ „ნიკორაში“ ტესტავს. „ნიკორას“ მარკეტინგის სამსახურმა Eximcrop-ს 10 000 მწვანე ყუთი შეუკვეთა, რომელსაც კომპანია სავაჭრო ქსელს იჯარით გადასცემს.

„ამ სერვისით საქართველოში სხვა ქსელებიც ინტერესდებიან. „ნიკორას“ მაგალითს თუ განვიხილავთ, კომპანია წელიწადში დაახლოებით 1 000 000 ყუთს ყიდულობს. ჩვენი სერვისის დანერგვით მათ ხარჯები 30-50%-ით უმცირდებათ“, - ამბობს ვახტანგ გოგოლაძე. 

მისი თქმით, „ჭკვიანი“ ყუთების სერვისი საშუალებას იძლევა ზუსტად მოხდეს დათვლა სად და რამდენი პროდუქციაა საწყობიდან მაღაზიებში, რესტორნებში და სხვა საცალო გაყიდვების ცენტრებში გადანაწილებული. ამის დათვლას ახდენს სპეციალური აკუსტიკური სკანერები ყუთში ჩამონტაჟებული ჩიპის მეშვეობით.

„მაგალითად შესაძლებელია წამში 3000 ყუთის დათვლა და აღრიცხვა პროდუქტების მიხედვით. ასე, რომ ჩვენი ყუთების გამოყენება ზრდის ფრეშ პროდუქციის ბრუნვის სისწრაფეს, ხარისხსა და ნულამდე ამცირებს დანაკარგს და რაც მთავარია ამ ყუთების შეძენა არ არის აუცილებელი.

კომპანია დამკვეთს შეუქმნის და გაუმართავს ყუთების პარკს და გადასცემს გრძელვადიანი იჯარით“, - ამბობს ვახტანგ გოგალაძე.

მისივე თქმით, ეს სერვისი საკმაოდ განვითარებულია ევროპასა და ამერიკაში. „ამ სერვისს იყენებენ რითეილსა და ვაჭრობაში. ასევე არის მრავალჯერადად გამოყენებადი ტარა, რომელიც  განსაზღვრულია „მწვანე ეკონომიკისთვის“. 2025 წლისთვის ევროკავშირის მიზანია მთლიანად ამოიღოს ერთჯერადი ტარა“. 

ვახტანგ გოგალაძე ამბობს, რომ ადგილობრივ ბაზარზე „ჭკვიან“ ყუთებზე მოთხოვნა არის, თუმცა „ნიკორას“ ქსელი პირველია სადაც „ჭკვიანი“ ყუთები იტესტება.

„ჩვენ ვუწევთ კონსულტაციას რამდენიმე ქსელს საქართველოში, რომელთა დანაკარგებიც „ფრეშ კატეგორიაში“ დიდია. ხოლო „ჭკვიანი“ ყუთების გამოყენების შედეგად ეს 0-მდე დადის. დანაკარგი 3-5%-მდეა, როცა ბრუნვა 10 მილიონამდეა, ეს საკმაოდ მაღალი მაჩვენებელია.

ამ ყუთების გამოყენება მოხდება შიდა რითეილში, რომ პროდუქცია ფერმერიდან სავაჭრო ქსელამდე მივიდეს. ყუთების შემოტანა ხდება ისრაელიდან. საქართველო  რეგიონში პირველია. ვგეგმავთ ყუთების შეტანას სომხეთში, აზერბაიჯანსა და  უზბეკეთში“, - ამბობს გოგალაძე.

ამასთან, Eximcrop-ს ჯერჯერობით შემოაქვს 20 000 ჭკვიანი ყუთი, რომელთა ექსპლუატაციის ვადა 10 წელია. ამასთან კომპანიის წარმომადგენელი Business Insider Georgia-თან ამბობს, რომ ერთი „ჭკვიანი“ ყუთის გამოყენება ამცირებს 6kg CO2 გამოყოფას და შესაძლოა, ძალიან საინტერესო იყოს მწვანე ეკონომიკისთვის. 

ავტორი:

ნინო ნატროშვილი
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები