დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
ევროზონის რომელ ქვეყანაშია ყველაზე დაბალი უმუშევრობა

ევროზონის რომელ ქვეყანაშია ყველაზე დაბალი უმუშევრობა

03-10-2023 20:00:08

ევროზონის უმუშევრობის დონე აგვისტოში ივლისთან შედარებით 0,1 პუნქტით, 6.4%-მდე დაეცა, რაც ყველაზე დაბალი მაჩვენებელია. 

ევროსტატის შესწორებული მონაცემებით, ივლისში უმუშევრობის მაჩვენებელი 6.5%-ის დონეზე იყო და არა 6.4%, როგორც ადრე იყო გაცხადებული. 

Trading Economics-ის მიერ გამოკითხული ანალიტიკოსებიც აგვისტოში უმუშევრობას 6,4%-ს პროგნოზირებდნენ. 

ირკვევა რომ ევროზონაში უმუშევრობის არსებული მაჩვენებელი, ამ მონაცემების გამოქვეყნების ისტორიაში, ყველაზე დაბალია. ბოლოჯერ აღნიშნული  მაჩვენებელი ამ დონემდე მიმდინარე წლის ივნისში დაეცა. შედარებისთვის, 2022 წლის აგვისტოში უმუშევრობა ევროზონაში 6,7%-ს შეადგენდა.

გასულ თვეში ევროზონაში უმუშევართა რაოდენობამ 10,856 მილიონი ადამიანი შეადგინა, არსებული მონაცემები კი ივლისთან შედარებით 107 ათასით, ხოლო 2022 წლის აგვისტოსთან შედარებით 407 ათასით შემცირდა.

ახალგაზრდების უმუშევრობის (მოსახლეობა 25 წლამდე) მაჩვენებელი გასულ თვეში 13,8%-მდე დაეცა ივლისის 13,9%-იანი მაჩვენებლებიდან, რაც ასევე რეკორდულად დაბალია.

უმუშევრობის ყველაზე დაბალი დონე ევროზონის უმსხვილეს ქვეყნებს შორის დაფიქსირდა გერმანიაში (3%), ყველაზე მაღალი ესპანეთში (11,5%). საფრანგეთსა და იტალიაში უმუშევრობამ აგვისტოში 7,3% შეადგინა.

ავტორი:

მაია არაბიძე
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები