დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
ევროსაბჭოს გენერალურ მდივანთან  გვქონდა ძალიან მეგობრული,  პროდუქტიული შეხვედრა, შევთანხმდით რომ გაგრძელდება მჭიდრო თანამშრომლობა ჩვენს ქვეყანასა და ევროსაბჭოს შორის - ირაკლი კობახიძე

ევროსაბჭოს გენერალურ მდივანთან გვქონდა ძალიან მეგობრული, პროდუქტიული შეხვედრა, შევთანხმდით რომ გაგრძელდება მჭიდრო თანამშრომლობა ჩვენს ქვეყანასა და ევროსაბჭოს შორის - ირაკლი კობახიძე

18-12-2024 12:48:00

ევროსაბჭოს გენერალურ მდივანთან  გვქონდა ძალიან მეგობრული,  პროდუქტიული შეხვედრა, შევთანხმდით რომ გაგრძელდება მჭიდრო თანამშრომლობა ჩვენს ქვეყანასა და ევროსაბჭოს შორის, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ევროსაბჭოს გენერალურ მდივანთან ალან ბერსესთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

პრემიერის თქმით,  90-იანი წლებიდან მოყოლებული,საქართველოსა და ევროსაბჭოს  მჭიდრო თანამშრომლობა აკავშირებს.

„ძალიან მნიშვნელოვანია მისი ვიზიტი საქართველოში. ჩვენ გვქონდა ძალიან მეგობრული, ძალიან პროდუქტიული შეხვედრა ჩვენ ვისაუბრეთ ქვეყანაში მიმდინარე პროცესებზე და საქართველოსა და ევროსაბჭოს თანამშრომლობაზე. შევთანხმდით იმაზე, რომ გაგრძელდება მჭიდრო თანამშრომლობა ჩვენს ქვეყანასა და ევროსაბჭოს შორის. 90-იანი წლებიდან მოყოლებული, ჩვენ გვაკავშირებს ძალიან მჭიდრო თანამშრომლობა. ჩვენი ინტერესია, რომ ეს თანამშრომლობა მაქსიმალურად აქტიურად გაგრძელდეს. პირადად ბატონი გენერალური მდივნის როლი ამაში არის განსაკუთრებული და ჩვენ დარწმუნებულები ვართ, რომ ჩვენს ქვეყანას ექნება პირადად ბატონი ალან ბერსეს მხარდაჭერა ყველა მიმართულებით", - განაცხადა პრემიერმა.

ავტორი:

მაია არაბიძე
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები