საქართველოში ევროპული ინვესტიციები მზარდია, - ამის შესახებ იმედის დილაში, რუბრიკის Business Insider Georgia-ს ავტორთან საუბრისას „კაპიტოლ მენეჯმენტის“ მმართველმა პარტნიორმა გიორგი ჯახუტაშვილმა განაცხადა.
„მაგალითისთვის გამოდგება თიბისი ბანკისა და საქართველოს ბანკის ლისტინგი, ჯორჯიან კაპიტალი, რომელიც სხვადასხვა დარგებისთვის ინვესტიციებს იზიდავენ, თუმცა მე გამოვყოფდი ორ მნიშვნელოვან ფაქტორს, რაც საჭიროა ასეთი ტიპის ინვესტიციების მოსაზიდად, ესაა კაპიტალის ბაზრის განვითარება და მზა პროექტები. ვინაიდან, ევროპელი ინვესტორები, როგორც ინსტიტუციური, ასევე კერძო, განვითარებული არიან და რისკის დასაზღვევად იყენებენ კაპიტალის ბაზრის ინსტრუმენტებს და ნაკლებ განიხილავენ ინდივიდუალურ პროექტებში ინვესტირებას, რაც განსხვავდება დსთ-ს ქვეყნებიდან განხორციელებული ინვესტიციებისგან“ - განაცხადა გიორგი ჯახუტაშვილმა.
რაც შეეხება კაპიტალის ბაზარს, მისი თქმით, ძალიან კარგია,რომ „აწარმოე საქრთველოს“ ფარგლებში, იწყება ახალი პროექტი, რაც კაპიტალის ბაზრის განვითარებას ხელს შეუწყობს.
„ჩემი ორგანიზაცია დღეს საკმაოდ პატარაა და განვითარების დონე შესაბამისი არ აქვს, რომ მოიზიდოს იმ მასშტაბის ევროპული კაპიტალი, რისი სურვილიც გვაქვს. დღეს, რომ შევხედოთ ინვესტიციების ლოგიკას, ინდივიდუალურ პროექტებში, ინდივიდუალურ პროექტებში სჭარბობს დსთ-ს ინვესტიციები, რადგან იქ უკვე ინვესტორების მხრიდან კაპიტალის ბაზრის ცოდნა ნაკლებია და კაპიტალის დივერსიფიცირებას ასე ახდენენ. ამიტომ პერსპექტივა საკმაოდ დიდი გვაქვს და ამისთვის მომზადება გვჭირდება, როგორც საჯარო ისე კერძო სექტორს“, - განაცხადა ჯახუტაშვილმა.
უახლესი