ევროპის ცენტრალურმა ბანკმა რეფინანსირების განაკვეთი მიმდინარე წელს პირველად 25 ერთეულით 2.75%-მდე შეამცირა და ამავდროულად მიანიშნა პოლიტიკის შემდგომ შერბილებაზე. ეს იყო ევროპის ცენტრალური ბანკის განაკვეთის მეხუთე შემცირება ივნისის შემდეგ და ბაზარს წლის მანძილზე დამატებით ორი-სამი მსგავსი გადაწყვეტილების მოლოდინი აქვს. ამის ძირითადი მიზეზი შემცირებული ინფლაციის მაჩვენებლია, - აღნიშნულის შესახებ ECB-ის მიერ გამოქვეყნებულ პრეს-რელიზში ვკითხულობთ.
„დარწმუნებულნი ვართ, ინფლაცია მიაღწევს სამიზნე მაჩვენებლს 2025 წელს“, - განაცხადა ECB-ის პრეზიდენტმა ქრისტინ ლაგარდმა პრესკონფერენციაზე. მისი განმარტებით, ეკონომიკურ ზრდასთან დაკავშირებული რისკები უფრო მეტად შერბილების ტენდენციით ხასიათდება.
ინფლაციას, რომელიც დეკემბერში 2.4%-მდე გაიზარდა, შესაძლოა რამდენიმე თვე მაინც დასჭირდეს ECB-ის 2%-იან სამიზნე ნიშნულთან დასასტაბილურებლად.
უახლესი
2 საათის წინ
როდის ეყოლება თბილისის ახალ ზოოპარკს ჟირაფი3 საათის წინ
რამდენია ქვეყნის საგარეო ვალი3 საათის წინ
ლარის კურსი დოლართან მიმართებაში დღესაც გამყარდა