საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკ) წარმომადგენელი, თამარ პარუნაშვილი ევროპის ენერგეტიკული გაერთიანების მარეგულირებელი საბჭოს (ECRB) ელექტროენერგეტიკის სამუშაო ჯგუფს უხელმძღვანელებს. აღნიშნულ პოზიციაზე სემეკის წარმომადგენელი ხმათა უმრავლესობით, 2 წლის ვადით აირჩა.
ECRB-ის ელექტროენერგეტიკის სამუშაო ჯგუფი (EWG) ძირითადად ფოკუსირებულია ელექტროენერგიის საბითუმო ბაზრებსა და ბაზრებთან დაკავშირებულ საკითხებზე. ჯგუფი მნიშნელოვან როლს ასრულებს ენერგეტიკული გაერთიანების ხელშემკვრელ მხარეთა ელექტროენერგეტიკული ბაზრების დაწყვილებაში. გარდა ამისა, ჯგუფის საქმიანობა მოიცავს ენერგეტიკული გაერთიანების კანონმდებლობის შესრულების მონიტორინგს, ხელშემკვრელი მხარეების პრაქტიკის ანალიზსა და განვითარების რეკომენდაციების შემუშავებას.
ECRB ენერგეტიკული გაერთიანების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ინსტიტუტია, რომელიც წარმოადგენს ენერგეტიკული ბაზრების რეგულირების სფეროში ცოდნისა და გამოცდილების გაზიარების პლატფორმას.
ენერგეტიკული გაერთიანების მთავარი მიზანია ევროპის ენერგეტიკული კანონმდებლობის და ბაზრის პრინციპების გავრცელება ევროკავშირის არაწევრ ქვეყნებში. ორგანიზაცია დაარსდა საერთაშორისო ხელშეკრულებების შესაბამისად 2005 წლის ოქტომბერში, ქ. ათენში, საბერძნეთში. ენერგეტიკული გაერთიანების დამფუძნებელი ხელშეკრულების მხარეებს წარმოადგენენ ევროკავშირი და ხელშემკვრელი ქვეყნები სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპიდან და შავი ზღვის რეგიონიდან. 2016 წელს ხელი მოეწერა ენერგეტიკულ გაერთიანებაში საქართველოს გაწევრიანების შესახებ ოქმს, რომლის საფუძველზეც 2017 წლიდან საქართველო ენერგეტიკული გაერთიანების სრულუფლებიანი წევრია.
უახლესი
3 საათის წინ
კომერციული ბანკების მთლიანი აქტივები იზრდება4 საათის წინ
TOP 5 ქვეყანა, სადაც საქართველო ფორთოხალს ყიდულობს7 საათის წინ
რატომ უნდა აღნიშნო დაბადების დღე Wendy's-ში