დღეს 12:00 საათიდან საგამოფენო ცენტრ „ექსპო ჯორჯიაში“ ევროკავშირის წარმომადგენლობა საქართველოში ევროპის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებას მასპინძლობს. ამასთან დაკავშირებით, საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობა ინფორმაციას ავრცელებს.
მასშტაბურ ღონისძიებას ევროკაშირის ელჩი საქართველოში პაველ ჰერჩინსკი გახსნის.
ღონისძიების ფარგლებში დაგეგმილია შემდეგი აქტივობები:
ევროპის დღის შესახებ:
ევროპის დღე, რომელიც ყოველწლიურად, 9 მაისს აღინიშნება, საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, რობერტ შუმანის 1950 წლის დეკლარაციის პატივსაცემად დაწესდა. სწორედ 1950 წლის 9 მაისს წარადგინა შუმანმა იდეა ევროპაში პოლიტიკური თანამშრომლობის ახალი ფორმის შესახებ, რომელიც ევროპის ქვეყნებს შორის ნახშირისა და ფოლადის მარაგების გაზიარებას ითვალისწინებდა და ევროპაში ომს წარმოუდგენელს ხდიდა. ამ იდეამ საფუძველი ჩაუყარა თანამედროვე ევროპის კავშირს. შედეგად, უკვე 73 წელია, რეალობადქცეული იდეა, რომელსაც დღეს ევროკავშირი ჰქვია, ვითარდება, წარმატებით მუშაობს, მშვიდობასა და კეთილდღეობას ემსახურება და 27 ქვეყნის მასშტაბით, 447 მილიონამდე ადამიანს აერთიანებს.
ევროკავშირისა და საქართველოს ურთიერთობის შესახებ:
ევროკავშირისა და საქართველოს ურთიერთობა მშვიდობის, თავისუფლების, დემოკრატიის, ადამიანის უფლებებისა და ინკლუზიური ეკონომიკური ზრდის საერთო ღირებულებებს ეფუძნება. დღეს, ევროკავშირი საქართველოს მნიშვნელოვანი სავაჭრო პარტნიორია, რომელიც ქვეყანაში მაღალი სტანდარტებისა და ხარისხის დანერგვას უწყობს ხელს. ევროკავშირმა ხელი შეუწყო ქვეყნის საჯარო სექტორის მუშაობის სისტემურ გაუმჯობესებას. სწორედ მათი მხარდაჭერის შედეგად, ახალგაზრდებს აქვთ შესაძლებლობა იცხოვრონ და ისწავლონ ევროპაში, იქ მიღებული ცოდნის გამოყენებით კი, შემდგომში, საქართველო უფრო უსაფრთხო და წარმატებული გახადონ.
ევროკავშირი და საქართველო ერთად მუშაობენ სუფთა გარემოსა და მდგრადი ცხოვრების წესისთვის. საქართველოსა და ევროკავშირის მოქალაქეებს შორის მჭიდრო თანამშრომლობა ხელს უწყობს ადამიანების ციფრულ და ფიზიკურ დაკავშირებას, უნარების გაუმჯობესებას და ცხოვრებას უფრო მრავალფეროვანს ხდის. უვიზო შეთანხმებით ევროპის ქვეყნებში თავისუფლად მოგზაურობის შესაძლებლობამ კი მილიონზე მეტ ქართველს მოუტანა სარგებელი.
უახლესი
5 საათის წინ
ლარის კურსი დოლართან მიმართებაში გამყარდა