თურქეთთან 1:3 წაგების მიუხედავად, საქართველოს ნაკრებმა FIFA-ს რეიტინგში მცირე პროგრესი განიცადა და 75-ედან 74-ე ადგილზე გადაინაცვლა.
ამასთან, Sky News-ის მონაცემებით, მოთამაშეთა საშუალო შეფასების რეიტინგით, საქართველოს ნაკრები ევროპის ჩემპიონატის 24 მონაწილეს შორის მე-3 ადგილზეა.
ქართველებს მხოლოდ სლოვაკეთისა და რუმინეთის ნაკრებები უსწრებენ, რომელთაც პირველ ტურში ბელგიელები და უკრაინელები დაამარცხეს.
საქართველო-ჩეხეთის შეხვედრა შაბათს, თბილისის დროით 17:00 საათზე დაიწყება, რომლის მთავარი არბიტრიც გერმანელი დანიელ ზიბერტი იქნება.
უახლესი