დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
ევროპასთან კანონმდებლობის დაახლოება, არის სტანდარტი და ქვეყანაში დასავლური ინვესტიციების მოზიდვა პროგნოზირებადი ხდება - დავით სონღულაშვილი

ევროპასთან კანონმდებლობის დაახლოება, არის სტანდარტი და ქვეყანაში დასავლური ინვესტიციების მოზიდვა პროგნოზირებადი ხდება - დავით სონღულაშვილი

26-02-2024 15:00:00

ეს არის ძალიან მკაფიო და მნიშვნელოვანი სიგნალი ინვესტორებისთვის, რომ საქართველოში უფრო მეტი ინვესტიციები განახორციელონ, - ამის შესახებ „იმედის დილაში“ რუბრიკა Business Insider Georgia-ში პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარემ დავით სონღულაშვილმა განაცხადა. 

დავით სონღულაშვილის თქმით, კანდიდატის სტატუსი ქვეყანას კიდევ უფრო მეტ შესაძლებლობებს აძლევს იმისთვის, რომ მეტი ინვესტიციები მოიზიდოს.

„რადგანაც ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი განაცხადი, რომ ქვეყანა ვითარდება სწორად და თანმიმდევრულად.

ჩვენი სვლა ევროკავშირისკენ და ინტეგრაცია ევროპაში ფაქტობრივად შეუქცევადი პროცესია და ზუსტად ამიტომ კანდიდატის სტატუსი კიდევ ერთხელ ადასტურებს ამას“, - აღნიშნა დავით სონღულაშვილმა. 

პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარემ განმარტა, რომ იმისთვის, რომ ქვეყანა განვითარდეს და წინ წავიდეს თავისთავად ცხადია, მნიშვნელოვანია როგორც პირდაპირ უცხოური ინვესტიციების, ისე ინსტიტუციური ინვესტიციების მოზიდვა.

„არსებული სტატისტიკა ცხადყოფს თუ რამდენად დიდია დასავლური სამყაროს ინტერესი ჩვენს მიმართ, როგორ მიდის ქვეყნის განვითარება და შესაბამისად ძირითადი ინვესტიციები ქვეყანაში შემოდის როგორც ამერიკიდან ისე ევროპიდან.

ზუსტად ამას მინდა ხაზი გავუსვა, რომ ჩვენი კომიტეტის აქტიურობა და მუშაობა ამ ნაწილში მნიშვნელოვანია, რადგანაც ქვეყანას აქვს ასოცირებით ნაკისრი ვალდებულებები შესასრულებელი, რომელიც პირველ რიგში აახლოებს ევროპულ კანონმდებლობას ჩვენს კანონმდებლობასთან, რაც ქვეყანას უფრო მიმზიდველს ხდის ინვესტორებისთვის, იმიტომ რომ ეს არის ის დასავლური სტანდარტი, რომელიც არსებობს ევროპაში და შესაბამისად უფრო პროგნოზირებადი ხდება ქვეყანაში დასავლელი ინვესტორებისთვის ინვესტიციების ჩადება.

ამ ნაწილში ძალიან აქტიურია ჩვენი კომიტეტი, მოგეხსენებათ,  კომიტეტს აქვს როგორც კანონშემოქმედებითი, საკანონმდებლო, ისე საზედამხედველო ფუნქცია. ზუსტად ამიტომ ვმუშაობთ აქტიურად, ერთის მხრივ დავაახლოოთ ჩვენი კანონმდებლობა ევროკავშირის კანონმდებლობასთან და შესაბამისად ეს უფრო განჭვრეტადს ხდის ჩვენს ქვეყანას იმისათვის, რომ დასავლური ინვესტიციები განხორციელდეს. ასევეა საზედამხედველო ფუნქცია, რომლის მიხედვითაც შესაძლებლობა გაქვს, რომ მოვუსმინოთ სხვადასხვა უწყებებს, მოვუსმინოთ სხვადასხვა სამინისტროებს, ეკონომიკურ ბლოკს და ვნახოთ ამა თუ იმ მიმართულებით როგორ ვითარდებით და რა პროგრესებია“, - აღნიშნა  დავით სონღულაშვილმა. 

ავტორი:

მაია არაბიძე
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები