დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
ევროპაში გაზის ფასი თითქმის 4%-ით გაიზარდა

ევროპაში გაზის ფასი თითქმის 4%-ით გაიზარდა

16-08-2023 12:08:36

დღეს დილით, ვაჭრობის გახსნის შემდეგ ევროპაში გაზის საბირჟო ფასი თითქმის 4%-ით გაიზარდა.

ამის შესახებ ინფორმაციას ლონდონის საფონდო ბირჟა ICE-ის მონაცემები ადასტურებს.

სექტემბრის (უახლოესი) ფიუჩერსები TTF ინდექსზე (ევროპის უდიდესი ცენტრი, რომელიც მდებარეობს ნიდერლანდებში) ვაჭრობა ათას კუბურ მეტრზე $460,5 (+4,3%) ფასით გაიხსნა. გარდა ამისა, ფიუჩერსების ღირებულებამ 458,2 დოლარი (+3,8%) შეადგინა.

კვოტირების დინამიკა წინა სავაჭრო დღის ანგარიშსწორების ფასს ($441,5 ათას კუბურ მეტრზე) ეფუძნება.

ავტორი:

ნინო ნატროშვილი
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები