დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
ევროპაში, გაზის ფასი 2023 წლის ივლისის შემდეგ ყველაზე დაბალ დონეზე დაეცა

ევროპაში, გაზის ფასი 2023 წლის ივლისის შემდეგ ყველაზე დაბალ დონეზე დაეცა

13-02-2024 10:40:00

ევროპულ გაზზე გაცვლითი ფასი ICE Futures-ის პლატფორმაზე 2023 წლის ივლისის შემდეგ ყველაზე დაბალ დონეზე დაეცა. 

12 თებერვალს ჰოლანდიურ TTF ჰაბში მარტის გაზის ფიუჩერსების ფასი 1 მგვტ/სთ-ზე 25,86 ევრომდე დაეცა. გაზის ფიუჩერსებით ბოლოს ამ დონის ქვემოთ 2023 წლის 28 ივლისს ივაჭრეს.

  • 2024 წლის დასაწყისიდან ევროპაში გაზის ფასი 20%-ით დაეცა.

Reuters-ის ცნობით, ფასების კლება გამოწვეულია თბილი ზამთრით, რამაც შეამცირა გაზის მოხმარება გათბობისთვის და შეივსო მიწისქვეშა საცავი. ასევე აღდგა გაზის მიწოდება ნორვეგიიდან, რომელიც ტროლის საბადოზე და Nyhamn გაზის გადამამუშავებელ ქარხანაში სარემონტო სამუშაოების გამო იყო შეჩერებული.

ავტორი:

ნინო ნატროშვილი
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები