დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
ევროპამ ზამთრის წინ გაზის რეკორდული მარაგი დააგროვა

ევროპამ ზამთრის წინ გაზის რეკორდული მარაგი დააგროვა

09-10-2023 09:35:14

ევროპამ შეძლო ბუნებრივი აირის რეკორდული რაოდენობით დაგროვება, რათა გათბობის სეზონზე დეფიციტი არ შეიქმნას. ამის შესახებ Reuters-ი წერს.

გაზის ინფრასტრუქტურის ევროპის (GIE) მონაცემებით, ევროკავშირსა და დიდ ბრიტანეთში გაზის მარაგი 30 სექტემბერს 1096 ტერავატ-საათს (TWh) შეადგენდა.

ზაფხულის სეზონის ბოლოს, რეზერვები 172 ტვტ/სთ-ით (19%) აღემატებოდა წინა წლების სეზონური მარაგების საშუალო მაჩვენებელს.

გაზსაცავები სავსე იყო 96%-ით, რაც ყველაზე მაღალი დონეა 2019 წლის შემდეგ. 

„საწყისი რეზერვების მაღალმა დონემ, ახალი LNG იმპორტის ტერმინალებთან და უკრაინაში შენახულ დამატებით გაზთან ერთად, ამინდის მიუხედავად უნდა უზრუნველყოს კომფორტული მიწოდება 2023/24 წლის ზამთარში “, - ნათქვამია განცხადებაში.

ამასთან, გაზის ფასები რჩება მაღალი, ვიდრე 2022 წლის თებერვალში რუსეთის უკრაინაში შეჭრამდე. რეალურად, ევროპაში გაზის ფასები დაახლოებით 55%-ით მეტია 2010-2020 წლების საშუალო მაჩვენებელზე.

ავტორი:

ნინო ნატროშვილი
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები