დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
ევროკავშირში ეკონომიკური ზრდა შენელდა

ევროკავშირში ეკონომიკური ზრდა შენელდა

30-10-2023 09:30:02

ევროკავშირის ლიდერებმა განაცხადეს, რომ ეკონომიკური ზრდა შენელდა, ხოლო ინფლაციის ტემპი შემაშფოთებელია.

შესაბამისი განცხადება ბრიუსელში ევროკავშირის ლიდერების სამიტის მეორე დღეს გაკეთდა.

უცხოური მედიის ინფორმაციით, შეხვედრაზე ეკონომიკური და ფინანსური მდგომარეობა განიხილეს და აღინიშნა, რომ ევროკავშირის ეკონომიკა აგრძელებს ზრდას და რომ მრავალი დარტყმის ფონზე მან დაკარგა ძალა და იმპულსი.

ევროზონა ყურადღებით დააკვირდება ეკონომიკურ მოვლენებს და ასევე ეკონომიკური პოლიტიკას, რათა უზრუნველყოს მდგრადი განვითარება, ნათქვამია განცხადებაში.

ავტორი:

მაია არაბიძე
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები