ევროკომისიამ მოუწოდა სომხეთს მონაწილეობა მიიღოს შავი ზღვის წყალქვეშა გადამცემი ხაზის (შავი ზღვის კაბელი) პროექტში ჩაერთოს, რომლეიც აზერბაიჯანიდან საქართველოს გავლით რუმინეთს უნდა დაუკავშირდეს. სანაცვლოდ კი ერევანს ბირთვული უსაფრთხოების სფეროში დახმარებას დაპირდა. .
აზერბაიჯანული მედიის ცნობით, ამის შესახებ ნათქვამია ევროკომისიის ხელმძღვანელს ურსულა ფონ დერ ლაიენსა და სომხეთის პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანს შორის შეხვედრის შემდეგ გრანადაში, ევროპული პოლიტიკური გაერთიანების სამიტის ფარგლებში გაფორმებულ ერთობლივ განცხადებაში.
„ევროკომისია მხარს დაუჭერს სომხეთის მონაწილეობას რეგიონალურ პროექტებში, როგორიცაა შავი ზღვის ენერგეტიკული კაბელის პროექტი. ევროკომისია გააფართოვებს სომხეთს ტექნიკურ დახმარებას საჰაერო და ბირთვული უსაფრთხოების სფეროში“, - ნათქვამია განცხადებაში.
შავი ზღვის ენერგეტიკული კაბელის პროექტი ევროკომისიამ 2022 წელს დაამტკიცა, რომელიც ითვალისწინებს პირდაპირი წყალქვეშა ელექტროგადამცემი ხაზის შექმნას აზერბაიჯანიდან საქართველოსა და შავი ზღვის გავლით რუმინეთსა და ევროკავშირის სხვა ქვეყნებში. ეს განიხილება, როგორც რუსეთთან ევროკავშირის ენერგეტიკული ურთიერთობების გაწყვეტის შედეგად ზარალის კომპენსაციის ერთ-ერთ გზად და ამავე დროს, ჩინეთის "ერთი სარტყელი, ერთი გზის" ინიციატივას ეწინააღმდეგება.
უახლესი