დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
Europcar-ის და Goldcar-ის ოფისი ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში გაიხსნა

Europcar-ის და Goldcar-ის ოფისი ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში გაიხსნა

12-07-2024 11:44:00

ქუთაისის აეროპორტის სტუმრები Europcar-ისა და Goldcar-ის მომსახურებით ისარგებლებენესპანური ავტო გაქირავების საერთაშორისო ბრენდი Goldcar საქართველოში Europcar Georgia-მ შემოიყვანა. Goldcar გამოირჩევა კონკურენტული ფასებით, ავტომობილების ფართო არჩევანითა დამომსახურების მაღალი ხარისხით

Europcar Georgia თეგეტა ჰოლდინგში შემავალი კომპანიაა, რომელიც უკვე ორი საერთაშორისო ბრენდის Europcar-სა და GoldCar-ის ექსკლუზიური წარმომადგენელია საქართველოში. ოფისებისგახსნას ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში კომპანიისა და აეროპორტების გაერთიანების წარმომადგენლები დაესწრნენ.

სანდრო საყვარელიძე, „ევროპქარისდირექტორი: მოხარულები ვართ, რომ Europcar-ისა დაGoldcar-ის სერვისებით სარგებლობა უკვე ქუთაისის აეროპორტშია შესაძლებელი. Goldcar-ით გვსურს, ავტოგაქირავების სერვისი ყველა ტიპის მომხმარებლისთვის ხელმისაწვდომი გავხადოთ. თუ Europcar გათვლილია პრემიუმ სეგმენტზე, ამასთან მოიცავს გრძელვადიანი, ერთიდან ხუთ წლამდე ვადით გაქირავების სერვისს, Goldcar ოპერირებს ბიუჯეტურ სეგმენტში და ორიენტირებულია მხოლოდ მოკლევადიან, მაქსიმუმ, ერთთვიან გაქირავებაზე. ბრენდი საუკეთესოდ პასუხობს მოგზაურთა საჭიროებებს.

საწყის ეტაპზე Goldcar ოპერირებას 42 ავტომობილით დაიწყებს და ის თავდაპირველად დიდ ქალაქებში იქნება ხელმისაწვდომი. გვიხარია, რომ რეგიონში კიდევ ერთი მსოფლიოს წამყვანი ბრენდის ექსკლუზიური წარმომადგენლები გავხდით, ბრენდის, რომელიც  გამოირჩევა კონკურენტული ფასებით, ავტომობილების ფართო არჩევანითა და მომსახურების მაღალი ხარისხით“.

ირაკლი ქარქაშაძე, საქართველოს აეროპორტების გაერთიანების გენერალური დირექტორი: ჩვენ მუდმივად ვმუშაობთ, რომ ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში მგზავრებსმრავალფეროვანი სერვისი შევთავაზოთ. ხელი შევუწყოთ როგორც საერთაშორისობრენდების შემოყვანას, ისე ქართული კომპანიების მაქსიმალურად წარმოჩენას. მანქანის გაქირავების კუთხით კიდევ ერთი საერთაშორისო ბრენდის შემოსვლა ჩვენსაეროპორტში ხაზს უსვამს, რომ ინტერესი ქუთაისის აეროპორტის მიმართ ბიზნესისმხრიდან მაღალია, გარემო კი - საკმაოდ კონკურენტუნარიანი“.

Goldcar-ის ავტოპარკი დაკომპლექტებულია  სედანის ტიპისა და მაღალი გამავლობის სხვადასხვაბრენდისა და მოდელის უახლესი ავტომობილებით. სერვისი მოიცავს როგორც მექანიკური, ისეავტომატური გადაცემათა კოლოფის მქონე მანქანების გაქირავებას. ძირითადი აქცენტი ბიუჯეტურიკლასის მოდელებზე კეთდება, A, B, C კატეგორიის ავტომობილებზე, თუმცა ავტოპარკშიწარმოდგენილი იქნება ასევე  ქროსოვერები და მაღალი გამავლობის ავტომობილები.

Goldcar 1985 წელს დაარსდა და დღემდე დიდი პოპულარობით სარგებლობს მთელ მსოფლიოში, განსაკუთრებით კი ევროპაში. 2017 წლიდან GoldCar Europcar Mobility Group-ის წევრია. კავკასიისრეგიონში საქართველო პირველი ქვეყანაა, სადაცგოლდქარიიქნება წარმოდგენილი.

Goldcar-ის სერვისით სარგებლობისას მომხმარებელს შეუძლია, ავტომობილი ერთიდან 29 დღემდევადით იქირაოს. ავტომობილის დაჯავშნა შესაძლებელია როგორც ონლაინ, ისე - ადგილზე.

Goldcar ოფისები წარმოდგენილი იქნება თბილისში, კოტე აფხაზის ქუჩაზე, ბათუმის, თბილისისა დაქუთაისის აეროპორტებში.  Europcar ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში ივნისიდან ოპერირებს, ხოლო მას პირველი ივლისიდან GoldCar-იც შეუერთდა.

ქუთაისის აეროპორტში სერვისითსარგებლობა ჩამოფრენის დარბაზში იქნება შესაძლებელი, სადაც Europcar-ის ოფისიაგანთავსებული. ავტომობილების დაჯავშნას მგზავრები შეძლებენ როგორც ადგილზე, ისე - კომპანიის ვებგვერდიდან.

--

Europcar Georgia თეგეტა ჰოლდინგში შემავალი კომპანიაა, რომელიც საერთაშორისობრენდის ექსკლუზიური წარმომადგენელია საქართველოში. კომპანიისბიზნესპროფილია ავტომობილების გაქირავება როგორც დღიურად, ისე საოპერაციოლიზინგით გრძელვადიანი საჭიროებისთვის და ასევე სატრანსპორტო მომსახურება. ახლა უკვე საქართველოში პირველად Europcar თავის მომხმარებელს Auto Subscription-ისსერვისსაც სთავაზობს.

 

 

 

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები