პრემიერის ინიციატივაა და პირველად ხდება მსგავსი მასშტაბის სტაჟირების პროგრამა სახელმწიფო დაწესებულებებში, თუმცა ჩვენ ასევე ვთანამშრომლობთ კერძო სექტორთან, - ამის შესახებ განათლების მინისტრმა გიორგი ამილახვარმა „იმედის დილაში“ რუბრიკა Business Insider Georgia-ს ავტორ გიორგი აბაშიშვილთან საუბარში განაცხადა.
„პრაქტიკულად, 2024 წლის 1-ელი სექტემბრიდან ჩვენ მივიღებთ სტაჟირებაზე 3 000-ზე მეტ კურსდამთავრებულს ყველა სახელმწიფო უწყებაში. მათ შორის ტერიტორიულ ორგანოებში, რათა გადანაწილება მოხდეს სწორად. არჩევანის მეტი საშუალება ჰქონდეთ, როგორც მიმართულებების, ისე მათი საცხოვრებლის მიხედვით. ვფიქრობ, ეს არის უნიკალური შესაძლებლობა უნივერსიტეტების კურსდამთავრებულთათვის, რათა შეძლონ თავიანთი დაგროვებული ცოდნისა და უნარების რეალიზება და კარიერული ზრდის ხელშეწყობა. ჩვენი სისტემის მაგალითზე პირდაპირ გეტყვით, რომ ასეულობით ვაკანსია გვაქვს და ველოდებით ახალგაზრდა ადამიანებს, რომლებიც სტაჟირების დასრულების შემდეგ სრულ სამსახურს მიიღებენ“, - განაცხადა გიორგი ამილახვარმა.
უახლესი
26 წუთის წინ
„წერტი“ წარმოებას აფართოებს45 წუთის წინ
თიბისის განსაკუთრებული შეთავაზება „შავ პარასკევს”