როდესაც მშენებლობის ეს პროექტი აქტიურ ფაზაში შევა, დამატებით ქვეყნის ეკონომიკას გაზრდის ერთნახევარი პროცენტული პუნქტით ყოველწლიურად და ეს არის დამატებით ათასობით ახალი სამუშაო ადგილი, რაც რა თქმა უნდა პოზიტიურია, - განაცხადა საინვესტიციო კომპანია „Gult & taggart“-ის კვლევების დეპარტამენტის უფროსმა ევა ბოჭორიშვილმა საქართველოში 6-მილიარდიანი ინვესტიციის შემოსვლის საკითხზე საუბრისას.
„მეორე ეფექტია უძრავი ქონების სტანდარტების თვისებრივი განვითარება, რაც ბოლო წლებში სახეზეა და ამის კიდევ უფრო მეტად გაუმჯობესება, რაც თავის მხრივ ქვეყანას სხვა ღონისძიებებთან ერთად შესაძლებლობას მისცემს, რომ მოიზიდოს უფრო მეტი მაღალმხარჯველი ტურისტი ან ინვესტორი, რომელიც მსგავსი ტიპის უძრავი ქონებით არის დაინტერესებული“, - აღნიშნა ბოჭორიშვილმა.
საქართველოს ისტორიაში უმსხვილესი ინვესტიცია - დეველოპერული კომპანია Emaar Properties/Eagle Hills-ი საქართველოში 6 მილიარდი აშშ დოლარის მოცულობის ინვესტიციას განახორციელებს, - თანამშრომლობის მემორანდუმი კომპანიასა და ქართულ მხარეს შორის აბუ-დაბიში საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის ვიზიტის ფარგლებში გაფორმდა.
უახლესი
49 წუთის წინ
ლარი გამყარდა3 საათის წინ
კიბერჰიგიენა სოციალურ მედიაში4 საათის წინ
TOP 5 პროდუქტი, რასაც საქართველო თურქეთიდან ყიდულობს