დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
ერთა ლიგის პლეი-ოფის შეხვედრა საქართველოს და სომხეთის ნაკრებებს შორის დინამო არენაზე გაიმართება

ერთა ლიგის პლეი-ოფის შეხვედრა საქართველოს და სომხეთის ნაკრებებს შორის დინამო არენაზე გაიმართება

18-02-2025 11:43:00

ერთა ლიგის პლეი-ოფის შეხვედრა საქართველოს და სომხეთის ნაკრებებს შორის დინამო არენაზე გაიმართება.

„დინამო არენას ადმინისტრაციის მიერ მოწოდებული პირველადი ინფორმაციით, როგორც იცით, სრულად შეზღუდული იყო პირველი იარუსის გამოყენება. დამატებითი დეტალური ექსპერტიზის შედეგად დადგინდა, რომ ამ ეტაპზე პირველი იარუსის 18 სექტორიდან მხოლოდ ექვსი სექტორის გამოყენებაა შეზღუდული. შესაბამისად, გახსნილია სტადიონის პირველი იარუსის 2/3 და მეორე იარუსი სრულად. მათ შორის, შეზღუდვა არ ეხება მატჩის ორგანიზებისთვის აუცილებელ ზონებს, მედიის სამუშაო სივრცეს, ტექნიკურ ზონას და სტუმარი გულშემატკივარის ტრიბუნას.

როგორც აღვნიშნე, პირველადი დასკვნით, რომელიც დინამო არენამ ივნისში მოგვაწოდა, პირველი იარუსი სრულად იყო დახურული, ხოლო დღევანდელი მონაცემებით შეზღუდვა 6 სექტორს ეხება, რაც დაახლოებით 4000 ადგილია.

ვიმედოვნებ, რომ პრობლემური სექტორების რეაბილიტაცია შემდგომი მატჩებისთვის დასრულდება და სრულად შევძლებთ სტადიონის ტევადობის ათვისებას“, - აცხადებს სფფ-ის გენერალური მდივანი  დავით მუჯირი.

ავტორი:

მაია არაბიძე
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები