ერთ წელიწადში ავიაბილეთები 15%-ით გაძვირდა, ხოლო თვიურ ჭრილში 16%-ით გაიაფდა. როგორც საქსტატის საიტზე განთავსებული სტატისტიკური მაჩვენებლებიდან ირკვევა, 2024 წლის ნოემბერში 2023 წლის ნოემბერთან შედარებით თვითმფრინავით მგზავრობა 15,29%-ით გაძვირდა.
რაც შეეხება ფასების ცვლილებას თვიურ ჭრილში, ნოემბერში ოქტომბერთან შედარებით ავიაბილეთები 15,96%-ით გაიაფდა.
შეგახსენებთ, რომ 2024 წლის ნოემბერში წინა თვესთან შედარებით ინფლაციის დონემ საქართველოში 0.7 პროცენტი, ხოლო წლიური ინფლაციის დონემ 1.3 პროცენტი შეადგინა.
უახლესი
1 დღის წინ
დედაქალაქში „საახალწლო სოფელი“ გაიხსნა