ეროვნულმა ბანკმა 169 ოქროს ზოდი გაყიდა, - ამის შესახებ Business Insider Georgia-ს საქართველოს ეროვნულ ბანკში განუცხადეს.
ამ დროისთვის უკვე 169 ზოდია გაყიდული. აქედან 168 ცალი - 20 გრამიანი, ხოლო 1 ცალი 1 კილოგრამიანი ზოდია.
საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ოქროს სერტიფიკატებისა და ოქროს ზოდების გაყიდვა 4 დეკემბრიდან დაიწყო.
ეროვნული ბანკი გასაყიდად 100-100 ცალ 20-გრამიან სერტიფიკატსა და ზოდს, ასევე 10-10 ცალ 1-კილოგრამიან სერტიფიკატსა და ზოდს გამოიტანს.
მაღალი სინჯის (AU 999,9) ოქროს ზოდები დიდი ბრიტანეთის სამეფო ზარაფხანის, The Royal Mint-ის მიერაა დამზადებული.
რაც შეეხება გასაყიდ ფასებს, 2023 წლის 8 დეკემბრის მონაცემებით, 20 გრამიანი ნომინალის ოქროს ზოდის გამოსყიდვის ფასი 3,386.86 ლარია, ხოლო გაყიდვის ფასი 3,666.19 ლარი
2023 წლის 8 დეკემბრის მონაცემებით, 1 კილოგრამიანი (1000 გრამი) ნომინალის ოქროს ზოდის გამოსყიდვის ფასი 169,343.23 ლარია, ხოლო გაყიდვის ფასი 183,309.68 ლარი.
უახლესი
2 საათის წინ
ლარი ევროსთან და აშშ დოლართან გამყარდა