დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
ეროვნული ბანკის მთავარი პოლიტიკა არის და იქნება მონეტარული - ნათია თურნავა

ეროვნული ბანკის მთავარი პოლიტიკა არის და იქნება მონეტარული - ნათია თურნავა

22-06-2023 18:54:34

ეროვნული ბანკის მთავარი პოლიტიკა არის და იქნება მონეტარული, - ამის შესახებ სებ-ის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელმა ნათია თურნავამ დღეს ეროვნულ ბანკში საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. 

„ჩვენი მთავარი ორიენტირი და ჩარჩო, რითაც ვიხელმძღვანელებთ ეს არის კონსტიტუცია, ეს არის კანონი და ჩვენი რეგულაციები. ჩვენი მთავარი საზრუნავია ფინანსური სტაბილურობა და სამომხმარებლო ფასების სტაბილურობის შენარჩუნება.  ეს პოლიტიკა პირველ რიგში ემსახურება ხალხს და ჩვენ რასაკვირველია სწორედ ამ მანდატის ფარგლებში შევინარჩუნებთ ჩვენს დამოუკიდებლობას“, - განაცხადა თურნავამ.

მისივე თქმით, ძალიან სამწუხაროა, რომ ატეხილია პოლიტიკური აჟიოტაჟი. 

„მე წარმოვადგენ ეროვნულ ბანკს, რომელიც გახლავთ აპოლიტიკური სტრუქტურა, ამიტომ თავს შევიკავებ მკვეთრი პოლიტიკური განცხადებებისგან. მინდა ვთქვა, რომ ეს თუნდაც აჟიოტაჟი რომელიც არ არის ჯანსაღი, ჩვენ შეგვიძლია მივიჩნიოთ ეროვნული ბანკის დამოუკიდებლობის ხელყოფის მცდელობად და ეროვნულ ბანკზე პოლიტიკურ ზეწოლად. ჩვენ ამის უფლებას არავის მივცემთ. ჩვენ დავამტკიცებთ, რომ ეროვნული ბანკი კვლავინდებურად დამოუკიდებელი ინსტიტუციაა“, - აღნიშნა ნათია თურნავამ. 

ავტორი:

ნინო ნატროშვილი
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები