დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
ეროვნული ბანკის მიერ გადადგმული ნაბიჯები სრულ თანხვედრაშია საერთაშორისო სანქციებთან - ნათია თურნავა

ეროვნული ბანკის მიერ გადადგმული ნაბიჯები სრულ თანხვედრაშია საერთაშორისო სანქციებთან - ნათია თურნავა

06-07-2023 08:53:47

ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი  (EBRD) საქართველოს ერთ - ერთი მნიშვნელოვანი პარტნიორია. EBRD - ის მხარდაჭერა ხელს უწყობს საფინანსო სექტორის, კაპიტალის ბაზრის განვითარებას", - ამის შესახებ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელ ნათია თურნავასა და ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) მმართველ დირექტორ მატეო პატრონესთან შეხვედრაზე აღინიშნა.

საუბარი ასევე შეეხო აშშ - ის, დიდი ბრიტანეთისა და ევროკავშირის მიერ რუსეთის უკრაინაში შეჭრის შედეგად დაწესებული ფინანსური სანქციების აღსრულების საკითხს. ნათია თურნავამ აღნიშნა, რომ ეროვნული ბანკის მიერ გადადგმული ნაბიჯები სრულ თანხვედრაშია საერთაშორისო სანქციებთან.

შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ საქართველოს ეროვნული ბანკის ვიცე - პრეზიდენტი პაპუნა ლეჟავა, ალკის ვრეინიოს დრაკინოსი, რომელიც კავკასიის რეგიონში EBRD - ის რეგიონული დირექტორის ფუნქციას 2023 წლის 1 - ლი სექტემბრიდან შეასრულებს და კატარინა ბიორლინ ჰანსენი, EBRD - ის მოქმედი რეგიონული დირექტორი.

ავტორი:

ნინო ნატროშვილი
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები