დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
ეროვნული ბანკი აცხადებს ნაშრომების მიღებას კონფერენციისთვის ,,მონეტარული პოლიტიკის განვითარების შემდგომი ნაბიჯები“

ეროვნული ბანკი აცხადებს ნაშრომების მიღებას კონფერენციისთვის ,,მონეტარული პოლიტიკის განვითარების შემდგომი ნაბიჯები“

09-10-2024 14:29:00

საქართველოს ეროვნული ბანკი იწვევს ეკონომისტებს, მკვლევარებს, ანალიტიკოსებს,  უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების სტუდენტებს და სხვა დაინტერესებულ პირებს კონფერენციაში მონაწილეობის მისაღებად.


კონფერენცია, სებ-ის მაკროეკონომიკისა და სტატისტიკის დეპარტამენტის ორგანიზებით, თბილისში მიმდინარე წლის დეკემბერში გაიმართება. ღონისძიება მიზნად ისახავს მონეტარული პოლიტიკის ჩარჩოს არსებული გამოწვევებისა და სამომავლო დახვეწის შესახებ დისკუსიების გამართვასა და ანალიზს. კონფერენცია მოიცავს შემდეგ თემატიკას:
 

  • მონეტარული პოლიტიკა გაურკვევლობის პირობებში 
  • მონეტარული პოლიტიკის გამოწვევები მცირე ღია განვითარებადი ეკონომიკებისთვის
  • მომავალი მონეტარული პოლიტიკის სტრატეგიების შემუშავება
  • მონეტარული პოლიტიკის კომუნიკაცია გაურკვევლობის პირობებში


მონაწილეობის მსურველმა კანდიდატებმა ჩამოთვლილი თემებიდან ერთ-ერთის შესახებ უნდა წარმოადგინონ უკვე გამოქვეყნებული კვლევა/ ნაშრომი.


წარმოდგენილ ნაშრომებს განიხილავს და კონფერენციაზე პრეზენტაციის სახით წარსადგენად შეარჩევს საორგანიზაციო საბჭო, რომელიც მსოფლიოს ერთ-ერთ წამყვან ეკონომისტთან დუგლას ლაქსტონთან ერთად სებ-ის თანამშრომლებითაა დაკომპლექტებული.


ნაშრომების გამოგზავნის ბოლო ვადაა : 31 ოქტომბერი, 2024


კონფერენციის სამუშაო ენაინგლისური

 

განაცხადის გაგზავნა შესაძლებელია ელექტრონული ფოსტის შემდეგ მისამართზე: Research@nbg.gov.ge

 

ნაშრომების მიღების ვადის ამოწურვის შემდგომ დაკავშირება მოხდება შერჩეულ კანდიდატებთან.

 

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები