დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
„ენთები“ ანუ ახალი თაობის ბუღალტრები ახალი თაობის მეწარმეებისთვის

„ენთები“ ანუ ახალი თაობის ბუღალტრები ახალი თაობის მეწარმეებისთვის

25-09-2023 14:28:37

ბუღალტრული, საგადასახადო და სხვა ფინანსური სერვისების მომსახურების აუთსორსინგის კომპანია AccountAnts- ყოველთვიურად 500-ზე მეტ კლიენტს ემსახურება. რვა წლის წინ შექმნილი კომპანია საქართველოს ბაზარზე, სადაც მსგავსი ბიზნესები მრავლადაა, სწრაფად იზრდებაენთები“, ბევრს შრომობენ, იმისთვის, რომ მცირე თუ საშუალო ზომის კომპანიების საჭიროებებს მოერგონ და მათთვის ოპტიმალური გამოსავლები იპოვონ. ახალი თაობის ბუღალტრები, კერძოდ, AccountAnts-ის დამფუძნებლები, ნიკა წიკლაური, ნიკა მჭედლიშვილი და დიმა ბასილაშვილი Business Insider Georgia-სთან კომპანიის შედეგებსა და გეგმებზე საუბრობენ.

AccountAnts- 2015 წელს დააარსეთ. რამ მოგცათ ამის საფუძველი? რამდენად რთული იყო ამ მომსახურებით საკმაოდ გაჯერებულ ბაზარზე თავის დამკვიდრება?

დიმიტრი ბასილაშვილი: ჩვენ დავინახეთ, რომ საბუღალტრო მომსახურების სფეროში არსებობდა ნიში, რომლის შევსებასაც შევძლებდით. მიუხედავად იმისა, რომ ამ სეგმენტში ბევრი კონკურენტი იყო, თავიდანვე სხვებისგან განსხვავებული მიდგომით დავიწყეთ მუშაობა. ენთები ყოველთვის იყო თანამედროვე, ახალგაზრდა და ენერგიული ბრენდი, რომელიც არაფორმალური და პოზიტიური კომუნიკაციით შევიდა ბაზარზე. ამას დაემატა ხარისხი და პროფესიონალიზმი და შედეგად დღეს ჩვენი კლიენტების კმაყოფილების მაჩვენებელი 90%-ს აღემატება.

როგორია თქვენი შედეგები რიცხვებში?

ნიკა წიკლაური: ენთები ყოველთვიურად მომსახურებას 500-ზე მეტ კლიენტს უწევს. მათ შორის 150-ზე მეტი უცხოური კომპანიის წარმომადგენლობაა საქართველოში, რომელთაც უცხოელი ინვესტორები მართავენ. გარდა ამისა, მნიშვნელოვანია, რომ თვეში საშუალოდ 10-15 ახალი კლიენტი კომპანია გვემატება,

2015 წელს, როცა საქმიანობა დავიწყეთ, ვემსახურებოდით მხოლოდ შვიდ კომპანიას. სწორედ ამ კომპანიების მფლობელებისა და მენეჯმენტის კმაყოფილების შედეგი იყო ის, რომ მათ პოზიტიური რეკომენდაციები სანაცნობო წრეში გაავრცელეს, ამ ყველაფერმა კი ზრდის საშუალება მოგვცა. აქვე აღვნიშნავ, რომ, მიუხედავად სწრაფი ზრდისა, თითოეული კლიენტი ჩვენს ყურადღებასა და ზრუნვას მუდმივად გრძნობს. ჩვენთვის თითოეულ მათგანთან თანამშრომლობა ფასეულია.

ბოლო წლების განმავლობაში ბუღალტერიის აუსორსინგი უფრო მეტად მოთხოვნადი სერვისი გახდა. როგორ ფიქრობთ, ეს რამ განაპირობა და მოსალოდნელია თუ არა ამ ტენდენციის გაგრძელება?

ნიკოლოზ მჭედლიშვილი: აუთსორსინგის ტრენდი ჩვენთანაც და სხვა ევროპულ ქვეყნებშიც მკვეთრად მზარდია. აუთსორსინგის იდეა ყოველთვის არსებობდა და იდეურადაც ყველაზე სწორია, რომ ორგანიზაციებმა ყველა ის სერვისი, რაც მათი ბიზნესის ძირითადი მიმართულება არ არის, აუთსორსზე გაიტანონ, განსაკუთრებით კი მცირე და საშუალო ზომის კომპანიებმა. აუთსორსის მთავარი იდეაა ის, რომ ოპტიმალურ ფასად შეძლოს კომპანიამ მაღალი ხარისხის სერვისის მიღება. სხვა შემთხვევაში, შესაბამისი დონის ექსპერტების დაქირავება, დროისა და ენერგიის დახარჯვა, ასევე პასუხისმგებლობის აღება საგადასახადო თუ სხვა საკითხებზე, კომპანიას ბევრად ძვირი უჯდება. ბუნებრივია, ეს ტენდენცია გაგრძელდება, განსაკუთრებით კი თანამედროვე ტექნოლოგიებისა და იმ ინოვაციების ფონზე, რასაც დისტანციური სერვისების განვითარების პარალელურად, ყველა მიმართულებით ვხედავთ.

ბუღალტერია თანდათან უფრო ავტომატიზებული ხდება. საინტერესოა თქვენი მოსაზრება, რამდენად მიჰყვება ეს სფერო მსოფლიო ტრენდებს საქართველოში?  

ნიკა წიკლაური: ბუღალტერია ისეთი სფეროა, რომ მისი ბევრი ასპექტი ავტომატიზაციას ექვემდებარება. სწორედ ამიტომ, დაარსების დღიდან ენთების უმთავრესი ამოცანა უახლესი ტექნოლოგიების გამოყენებაა, რასაც მინიმუმამდე დაჰყავს შეცდომების რისკი. ჩვენ მუდმივ რეჟიმში ვიკვლევთ ამ სფეროში მიმდინარე პროგრესს და ვახდენთ უახლესი ტექნოლოგიების იმპორტს. ენთების მიერ გამოყენებული აღრიცხვის ტექნოლოგიები და მეთოდოლოგიები ხშირ შემთხვევაში 2-3 თაობით უსწრებს საქართველოს ბაზარზე არსებულ დონეს და არ ჩამოუვარდება მსოფლიოს წამყვან ქვეყნებში არსებული ავტომატიზაციის ხარისხს.

ბაზარზე საბუღალტრო მომსახურების არაერთი კომპანია ოპერირებს. რა არის თქვენი კონკურენტული უპირატესობა?

ნიკოლოზ მჭედლიშვილი: ენთების დამფუძნებლებს დიდი გამოცდილება გვაქვს საქართველოში არსებულ უმსხვილეს კომპანიებში, სადაც თითოეულს ფინანსური დეპარტამენტის თითქმის ყველა პროფილით გვიმუშავია. ბუღალტერია, ფინანსური ანალიზი, მმართველობითი ანალიზი, ბიუჯეტირება, სტრატეგიული დაგეგმვა, ფანდრაიზინგი, საერთაშორისო ორგანიზაციებთან (დონორებთან, ბანკებთან თუ სხვა ფინანსურ ინსტიტუტებთან) ურთიერთობა, ქართული კომპანიების ლონდონის საფონდო ბირჟაზე გაყვანის არაერთ პროექტშიც მიგვიღია მონაწილეობა.

ასევე, ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია ტექნოლოგიების გამოყენება, რისთვისაც დიდ ენერგიას და რესურსს ვხარჯავთ. გვინდა, ვიყოთ მაქსიმალურად თანამედროვედ აღჭურვილი და დრო არ დავხარჯოთ ისეთი საკითხების ხელით კეთებაში, რასაც ტექნოლოგიები ბევრად სწრაფად და მაღალი ხარისხით ასრულებს. ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ფაქტორი არის ასევე ჩვენი კორპორაციული კულტურა და ბიზნესმოდელი, რომელიც მეგობრულ, ენერგიულ და გუნდურ გარემოს სთავაზობს თანამშრომლებს, რაც თავის მხრივ ამარტივებს კლიენტთან ურთიერთობას.

შესაბამისად, ჩვენი გამოცდილება, თანამედროვე ტექნოლოგიებისკენ სწრაფვა, ორგანიზაციული კულტურა და დაუღალავი შრომა ერთობლივად წარმოადგენს იმ მთავარ უპირატესობას, რაც უზრუნველყოფს კლიენტისთვის ბაზარზე არსებულთან შედარებით დაბალ ფასად უფრო მაღალი ხარისხის სერვისის მიწოდებას.

და ბოლოს, როგორია AccountAnts-ის 2024 წლის გეგმები?

ნიკა წიკლაური: 2024 წელს რამდენიმე მიმართულებით გვექნება სიახლეები. პირველ რიგში აღსანიშნავია რომ ახალ წელს შევხდებით ახალი ოფისით, რომელიც მაქსიმალურად მორგებული იქნება თანამშრომლების საჭიროებებზე. გვექნება დიდი სივრცე, თანამედროვე ინტერიერი და კომფორტული გარემო. გარდა ამისა გეგმარებაში გათვალისწინებულია განტვირთვის სივრცე თანამშრომლებისთვის, საკონფერენციო დარბაზი და შეხვედრების რამდენიმე ოთახი. 2023 წელს ენთები სამი სხვადასხვა ლოკაციიდან ოპერირებდა და ამ სამიდან ორის კონსოლიდაცია მოხდება ახალ ოფისში.

მომდევნო წლის პირველ ნახევარში ვგეგმავთ ტრენინგ ცენტრის გახსნას, რომლის მთავარი ამოცანა იქნება ახალი თაობის ბუღალტრების მომზადება, რომლებიც ეფექტურად შეძლებენ თანამედროვე ტექნოლოგიებთან და მეთოდოლოგიებთან ადაპტირებას. ტრენინგ ცენტრი მოემსახურება ორ ძირითად მიზანს: ერთის მხრივ კადრებით მოამარაგებს თავად ენთებს, რომელიც სწრაფი ტემპებით იზრდება და მეორეს მხრივ ბაზარს მიაწვდის კვალიფიციურ კადრებს.

და ბოლოს, 2024 წელს ვგეგმავთ, რომ გავაგრძელოთ სწრაფი ზრდა, როგორც ადგილობრივი ისე საერთაშირისო მიმართულებით. აქტიურად ვაპირებთ, რომ კიდევ უფრო მეტ კომპანიამდე მივიტანოთ მესიჯი - ბუღალტერიის მოწესრიგება და ფინანსების გამართვა, მათ მისცემთ ზრდისა და განვითარების საშუალებას. როგორც ზემოთ აღვნიშნეთ დღეს ჩვენ ვემსახურებით 500-ზე მეტ კომპანიას, ხოლო 2024 წლის ბოლოს ვფიქრობთ, რომ ყოველთვიურად 700-ზე მეტ კომპანიას მოვემსახურებით და დავეხმარებით ბუღალტერიის მოწესრიგებასა და ფინანსების მართვაში.

ავტორი:

მარი გოცირიძე
ავტორის ყველა სიახლე

მსგავსი სიახლეები