ენგური ატრაქცია ვიზიტორებს კიდევ ერთ შთამბეჭდავ სანახაობას სთავაზობს.
3 თვის განმავლობაში, თვეში ორჯერ, 10-15 წუთით, შესაძლებელი იქნება კაშხლის ფარიდან წყლის მძლავრი ნაკადის გადმოდინება ვიხილოთ.
ამ კონკრეტულ პერიოდში სრული ტურით სარგებლობისას ვიზიტორების რაოდენობა ლიმიტირებულია.
გთავაზობთ კაშხლის გახსნილი ფარის გრაფიკს:
15 და 30 მაისი;
14 და 28 ივნისი;
16 და 30 ივლისი;
დაახლოებით 14:00 საათიდან - 15:00 საათამდე დროის შუალედში;
გაითვალისწინეთ, მაღალი მოთხოვნიდან გამომდინარე სრული ტურით სარგებლობა შეგეძლებათ წინასწარი ჯავშნის მეშვეობით (ტურის ღირებულება 50 ლარი).
დეტალური ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით: ჩვენს ნებისმიერ სოციალურ ქსელში ან დარეკეთ ნომერზე: +995 599 44 17 40.
Insider WEEKEND-ის მხარდამჭერია სელფი მობაილი
უახლესი