ენერგოეფექტურ და ეკომეგობრულ გარე გათბობისა და გარე გაგრილების სისტემებზე მოთხოვნა იზრდება, ამის შესახებ Business Insider Georgia-ს კომპანია Barcon-ის დამფუძნებელმა ივანე კალანდიამ განუცხადა.
კომპანიაში განმარტავენ, რომ მზარდი მოთხოვნის ფონზე გაფართოებასაც განიხილავენ და მომავალ წელს ახალი ფილიალის გახსნას ბათუმში გეგმავენ.
Barcon-ი არის კომპანია, რომელმაც 2013 წელს შექმნა ნებისმიერ სეზონზე გარე სივრცის ეფექტურად ათვისების პრეცედენტი და ბოლო 10 წელია, ბაზრის უპირობო ლიდერია. ამ დროის განმავლობაში Barcon-ი ინფრაწითელი მოკლეტალღოვანი გამათბობლებისა და მაღალი წნევის ბურუსის სისტემების საშუალებით ქმნის სასურველ მიკროკლიმატს ისეთ სივრცეებში, როგორიცაა: აივანი, ტერასა, ვერანდა, ეზო, სათბური, საწარმო, მოსაწევი და მოსაცდელი სივრცე, საშრობი, ავტოგასამართი სადგური და სხვა.
„Barcon-ი 10 წელია რაც ბაზარზეა. სათაო ფილიალის გარდა, რომელიც ვაჟა-ფშაველას გამზ. 71-ში მდებარეობს უკვე ერთი წელია რაც ახალი ფილიალიც დაგვემატა საბურთალოს City Mall-ში. გაფართოების საკითხზე მუშაობას არ ვწყვეტთ და მზარდი მოთხოვნიდან გამომდინარე, რეგიონების მოცვასაც ვაპირებთ, დიდი ალბათობით ეს იქნება ბათუმი“- აცხადებენ კომპანიაში.
კომპანიაში აცხადებენ რომ Barcon საქართველოში ყველა იმ ბრენდის ექსკლუზიური წარმომადგენელია, რომლის რეალიზაციასაც ეწევა.
„ერთადერთი ოფიციალური რისელერი ჩვენ ვართ. Barcon-ი საქართველოში არის ისეთი საერთაშორისო ბრენდების ექსკლუზიური წარმომადგენელი როგორიცაა: Victory Lighting UK, STELLAR, ELCON, FG და ა.შ. ჩვენითაც შევქმენით ექსკლუზიური Goa Heater. ეს არის გათბობის სისტემა.
რაც შეეხება გაგრილების სისტემებს გვაქვს ბურუსით გაგრილების სისტემა, რომელიც გამოიყენება გარე სივრცეებში, იქნება ეს ტერასა, ვერანდა თუ აივანი, ასევე გამოიყენება სათბურებში ტენიანობის შესანარჩუნებლად და ხილ-ბოსტნეულის სექციებში შესაბამისი მიკროკლიმატის მისაღწევად“, - აცხადებენ Barcon-ში.
კომპანიაში ამბობენ, რომ გათბობის კუთხით მომხმარებლების 80% ჰორეკა სექტორზე მოდის, თუმცა ბოლო პერიოდში აქტიურად ერთვებიან სხვა სექტორებიც, მაგალითად ავტოსამრეცხაოები, დრაივები, ავტოგასამართი სადგურები, სათბურები, ქარხნები, საწარმოები, ოფისები რომლებიც ცდილობენ ზამთარში გარე სივრცეშიც კი კომფორტული სამუშაო გარემო შეუქმნან თანამშრომლებს და სხვა. ყოველწლიურად 40-50%-ით იზრდება საცალო გაყიდვებიც. ხოლო კომპანიის წლიური გაყიდვების ზრდის მაჩვენებელი 15-21%-ს შეადგენს.
ასევე ყოველწლიურად მზარდია მოთხოვნა გარე გამათბობლების გაქირავების სერვისის კუთხითაც, რომელსაც კომპანიის გადამზადებული, მაღალკვალიფიციური ტექნიკური პერსონალი უსაფრთხოების ყველა წესის დაცვით და მაქსიმალურად კომფორტულად ახორციელებს.
„დღესდღეობით გარე ღონისძიებებს სეზონი აღარ აქვს, ამას მოწმობს ყოველწლიურად მზარდი მოთხოვნა ჩვენი გამათბობლების გაქირავების სერვისზე. გამათბობლების მიწოდებასა და შესაბამის ტექნიკურ მომსახურებასაც ჩვენ ვუზრუნველვყოფთ“ - აცხადებენ კომპანიაში.
გათბობის და გაგრილების სისტემები, რომელიც Barcon-ში იყიდება გამოირჩევა ეკომეგობრულობით და ენერგოეფექტურობით (ენერგიის 95% გარდაიქმნება სითბოდ ან/და სიგრილედ).
Insider WEEKEND-ის მხარდამჭერია სელფი მობაილი
Insider WEEKEND-ის მხარდამჭერია სელფი მობაილი
უახლესი