დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
ენერგეტიკული ბირჟის მონაწილეების რაოდენობა 11-მდე გაიზარდა

ენერგეტიკული ბირჟის მონაწილეების რაოდენობა 11-მდე გაიზარდა

23-07-2024 13:34:00

ენერგეტიკული ბირჟის მონაწილეების რაოდენობა იზრდება, - ამის შესახებ Facebook-ზე საქართველოს განახლებადი ენერგიის განვითარების ასოციაციის (GREDA) აღმასრულებელი დირექტორი და საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკი) თავმჯდომარის მრჩეველი სტრატეგიულ საკითხებში მაია მელიქიძე წერს. 

„საქართველოს ენერგეტიკული ბირჟის (სენბი) ვებგვერდზე არსებული მონაცემებით, ამ დროისთვის ბაზარს უკვე 11 მონაწილე ჰყავს.

მონაწილეების ჩამონათვალი ასეთია:

  • სს თელასი;
  • შპს ლილო-მოლი;
  • სს საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემა;
  • შპს ენერჯი დეველოფენტ ჯორჯია;
  • შპს რიცეულაჰესი;
  • შპს საქართველოს საერთაშორისო ენერგეტიკული კორპორაცია;
  • შპს სვანეთი ჰიდრო;
  • შპს ჰიდრო ჯორჯია;
  • შპს კასლეთი 2;
  • შპს გეოენერჯი
  • შპს თელმიკო

ცნობისთვის, 6-ჯერ გადავადების შემდეგ, 2024 წლის პირველ ივლისს საქართველოში ელექტროენერგიის ბაზრის გარდამავალი მოდელი ამოქმედდა. რომელიც ითვალისწინებს დღით ადრე და დღიურ ბაზრებზე საათობრივი პროდუქტებით ვაჭრობის შესაძლებლობას, საბალანსო ელექტროენერგიით ვაჭრობის არსებული მოდელის ფარგლებში.

ვაჭრობასთან დაკავშირებული დეტალური ინფორმაციისთვის მიჰყევით ლინკს 👇

ავტორი:

ნინო ნატროშვილი
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები