დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
ენერგეტიკულ ბირჟაზე კომპანიების დაშვება სანქციების გარეშე, ნებაყოფლობით უნდა მოხდეს  - ლევან ვეფხვაძე

ენერგეტიკულ ბირჟაზე კომპანიების დაშვება სანქციების გარეშე, ნებაყოფლობით უნდა მოხდეს - ლევან ვეფხვაძე

06-04-2024 22:17:00

მთავარია ენერგეტიკული ბირჟის გახსნისას რისკები იყოს დაზღვეული და დაშვება იყოს ნებაყოფლობითი, - ამის შესახებ ჟურნალისტებს „ბიზნესასოციაციის“ აღმასრულებელმა დირექტორმა, ლევან ვეფხვაძემ განაცხადა. 

მისი თქმით თუ კომპანიებს ენერგეტიკულ ბირჟაზე შესვლის სურვილი არ ექნებათ არ უნდა მოქმედებდეს სანქციები.

„ამ შემთხვევაში მონაწილეები შევლენ ბირჟაზე და შეეჩვევიან მოქმედების წესებს. ეს არის ყველაზე მთავარი, რომ არა იძულებით, არა ძალდატანებით და დასჯით კი არ ვაიძულოთ კომპანიები, რომ ბირჟაზე შევიდნენ, არამედ, მათ ეს ნაბიჯი ნებაყოფლობით უნდა შევიდნენ, ივაჭრონ , სარგებელი მიიღონ და სხვასაც დაანახონ და გაუჩინონ სურვილი ბირჟაზე შესვლის. ამას მივესალმებით, რადგან იქნება იქით გადადგმული ნაბიჯი, რასაც თანამეგობრობა გვთავაზობს“, - აღნიშნა ლევან ვეფხვაძემ.

რაც შეეხება სიმულაციურ ვაჭრობას ენერგეტიკულ ბირჟაზე, ვეფხვაძის განმარტებით ვერ შედგა, რადგან ხან მაღალი ტარიფები ჯდებოდა და ხან დაბალი.

„რადგან კომპანიები ბოლომდე არ მიყვებოდნენ ბაზრის მოთხოვნას, იყო შემთხვევები, როცა მოხმარებისა და მიწოდების ნაწილში ზერელედ, მექანიკურად ხდებოდა ფასების ჩაწერა და ეს ბუნებრივია, შეზღუდული მონაწილეების გამო იწვევდა ბაზრის არევას. მე მაინც მგონია, რომ თუ ენერგეტიკულ ბირჟაზე დაშვება ნებაყოფლობითი იქნება, კომპანიები უფრო მობილიზებულები იქნებიან და უფრო მეტი პასუხისმგებლობით მოეკიდებიან ვაჭრობის ორგანიზებას და რეალური ფასები დაფიქსირდება“, - განაცხადა ვეფხვაძემ.

დღეს, BAG-ის ეგიდით, ეკონომიკის მინისტრი ლევან დავითაშვილი, ენერგოსექტორის წარმომადგენლებს შეხვდა. 

საქართველოში ენერგეტიკული ბირჟას სრულფასოვანი ფუნქციონირება ჯერ კიდევ 2021 წლის 1 ივლისს უნდა დაეწყო, თუმცა მისი გახსნა 6-ჯერ გადავადდადაგეგმილია, რომ ენერგეტიკული ბირჟა 2024 წლის ივლისიდან უნდა ამოქმედდეს. 

 

 

ავტორი:

ნინო ნატროშვილი
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები