,,ტენეს“ გათამაშების გამარჯვებული გამოვლინდა. დავით ოდიკაძე ყველაზე იღბლიანი აღმოჩნდა უამრავ ადამიანს შორის, რომლებიც ყველაზე ეკომეგობრული კომპანიის მიერ გამოცხადებულ გათამაშებაში მონაწილეობდნენ. თუმცა ,,ტენე“ არავის ტოვებს გულგრილს, პლასტმასას ნარჩენის ჩაბარება სარგებლიანია. მომხმარებლებს შეუძლიათ ტენე ქოინების დაგროვება და სხვადასხვა აქციით სარგებლობა, რასაც კომპანია მუდმივად ახორციელებს.
რაც შეეხება გამარჯვებულს, დავით ოდიკაძისთვის ნარჩენების შეგროვების ისტორია გაცილებით ადრე დაიწყო. როგორც Business Insider Georgia- თან ამბობს, ყოველთვის ზრუნავდა გარემოზე, თუმცა ,,ტენემ“ მეტი მოტივაცია მისცა.
როდესაც გათამაშების შესახებ გამოცხადდა, მას პლასტმასის ნარჩენის დიდი ნაწილი უკვე შეგროვილი ჰქონდა.
„შეიძლება, ბევრს სირთულედ მიაჩნია, მაგრამ დარწმუნებით ვამბობ, რომ 400 კილოგრამი ნარჩენის შეგროვება არავისთვის არ არის ძნელი, ვინ ამას სისტემატურად აკეთებს. ჩემთვის მოტივაცია მხოლოდ მოგება არ არის, ისედაც ხშირად ვაგროვებ ბოთლებს, განსაკუთრებით რეგიონებში არსებული ბაზრობების მიმდებარე ტერიტორიაზე და მიტოვებულ ადგილებში. როცა გათამაშების შესახებ გავიგე, რაღაც ნაწილი უკვე მოგროვილი მქონდა. მსგავს აქტივობებს ისედაც ვაკეთებდი, ჩემი აზრით, ნებისმიერი ადამიანი ასეც უნდა იქცეოდეს, ამიტომ არ ვთვლი, რომ რამე განსაკუთრებული გავაკეთე“, - ამბობს დავით ოდიკაძე.
გათამაშების გამარჯვებული Business Insider Georgia- თან ,,ტენეს“ საქმიანობასაც აფასებს და დასძენს, რომ მისი ერთი მხარე ნარჩენების შეგროვება და გარემოს დაცვაა, თუმცა მან ასევე თამამი სიტყვა თქვა ტექნოლოგიურ ბაზარზე, როგორც ინოვატორმა კომპანიამ.
„გარემოზე ზრუნვის პარალელურად „ტენე“ დიდ როლს ასრულებს ეროვნული წარმოების განვითარებაში, როცა საქმე ტექნოლოგიურ, ინოვაციურ ბიზნესს ეხება. მას ქვეყანა გადაჰყავს ახალ ტექნოლოგიაზე, რომელიც აქამდე არ იწარმოებოდა და შესაძლებელი გახადა, რომ იმპორტული ნაწარმი ქართულით ჩანაცვლდეს.
ყველანაირად ცდილობს, რომ დაგვარწმუნოს საქართველოში დამზადებული პროდუქციის უპირატესობაზე, გვარწმუნებს კიდეც, რომ ქართული სჯობს“, - ამბობს დავით ოდიკაძე.
შეგახსენებთ, რომ საყოფაცხოვრებო ნარჩენებს შორის ელემენტი ყველაზე სახიფათოა გარემოსთვის. იგი შეიცავს მძიმე მეტალებს, რომლებიც ნიადაგში მოხვედრის შემდეგ აბინძურებს 400 ლიტრამდე გრუნტის წყალს. ამიტომ, „ტენე“ მომხმარებლებს მოუწოდებს, არასდროს ჩაყაროთ პლასტმასა მუნიციპალურ ურნაში.
კომპანიას Vapify -ს მონიტორიან სტენდი განთავსებული აქვს სხვადასხვა მისამართზე, სადაც მოქალაქეებს შეუძლიათ მონახონ ტენეს მწვანე კალათა და იქ ჩაყაროთ ელემენტები და ელ. სიგარეტები გადამუშავების მიზნით, მათ ნაცვლად კი მიიღოთ ტენე ქოინები.
ტენე ქოინი არის ახალი კრიპტოვალუტა, რომლის ღირებულების ზრდაც დამოკიდებული იქნება ნარჩენების შეგროვების ზრდაზე. კამპანიის დაწყების დღიდან (2023 წლის იანვრიდან) ,,ტენემ“ 10 ტონაზე მეტი პლასტმასა ჩაიბარა.
უახლესი
1 საათის წინ
proservice.ge Ad Summit Tbilisi 2024-ის პარტნიორია