დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
ელექტროენერგიის, ბუნებრივი გაზისა და წყალმომარაგების კომუნალური მომსახურებების შესახებ ინფორმაცია  *303# სერვისით  მილიონზე მეტმა მოქალაქემ მიიღო

ელექტროენერგიის, ბუნებრივი გაზისა და წყალმომარაგების კომუნალური მომსახურებების შესახებ ინფორმაცია *303# სერვისით მილიონზე მეტმა მოქალაქემ მიიღო

03-01-2024 13:43:00

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკ) მიერ დანერგილი  სერვისით - *303#-ით ჯამში 1 მილიონზე მეტმა ადამიანმა ისარგებლა. სერვისი მოქალაქეებს აძლევს საშუალებას მობილურ ტელეფონზე *303# OK-ის აკრეფით,  მიიღონ  ელექტროენერგიის, ბუნებრივი გაზისა და წყალმომარაგების კომუნალური მომსახურებების შესახებ ყველა ტიპის ინფორმაცია. *303# მომსახურება არ საჭიროებს ინტერნეტთან წვდომას ან სპეციალური პროგრამის ჩამოტვირთვას, ხელმისაწვდომია ყველა ტიპის მობილურ ტელეფონზე. მომსახურება უფასოა და ვრცელდება მთელი საქართველოს მასშტაბით. 
    
მოქალაქეებს შეუძლიათ *303#-ის საშულებით  კომუნალური მომსახურების კომპანიებს მიაწოდონ ინფორმაცია ელექტროენერგიის, ბუნებრივი გაზის ან სასმელი წყლის მომარაგების წყვეტის შესახებ, გამოითხოვონ ელექტრონული ქვითარი, შეამოწმონ მიმდინარე სააბონენტო ბალანსი. 

მომსახურება ხელმისაწვდომია „მაგთიკომის“,  „სილქნეტის“ და  „სელფის“ მომხმარებლებისათვის.   

ავტორი:

გიგი ნოზაძე
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები