ექსპორტს მსოფლიოს 23 ქვეყანაში ვახორციელებთ, სამიზნე ბაზრები დაარსების დღიდან იყო ევროპული, აზიის და ამერიკა-კანადის მიმართულება, - ამის შესახებ Business Insider Georgia - ს ღვინისა და ბრენდის მწარმოებელ კომპანია „რთველისში“ განუცხადეს.
„რთველისის“ ასორტიმენტშია ქვევრის საფერავი, ცოლიკოური-ქისი, პრემიალური კოლექციის გამორჩეული ღვინოა. მომხმარებელს „რთველისი“ ცქრიალა ღვინო „ბრიუტსა“ და ასევე ნაფარეულსა და მუკუზანს სთავაზობს.
რთველისის ღვინოებმა კვლავ ოქროს მედლები მოიპოვეს ისეთ საერთაშორისო კონკურსზე, როგორიც არის MUNDUS VINI, გერმანელი ღვინის პროფესიონალების მიერ რთველისის ღვინოები ისევ უმაღლესი ქულებით შეფასდა. ნაფარეული - ოქროს მედალი; მუკუზანი - ოქროს მედალი;
„საერთაშორისო ღვინის პროფესიონალების მიერ უმაღლესი შეფასება, გვაძლევს მოტივაციას რომ კიდევ უფრო მეტი საუკეთესო ქართული ღვინო შევთავაზოთ როგორც ქართველს მომხმარებლებს, ისე „რთვლისის“ მომხმარებლებს საერთაშორისო ბაზარზე“,- აცხადებენ კომპანიაში.
ადგილობრივ ბაზარზე „რთველისის“ ღვინოების შეძენა შესაძლებელია ქსელურ და ღვინის მაღაზიებში, ასევე „რთველისის“ ბრენდი ფართოდ არის წარმოდგენილი ჰორეკა სექტორში.
„ჩვენი გაყიდვების გუნდი მუდმივად მუშაობს რომ მომხმარებლისთვის პროდუქციის შეძენა მაქსიმალურად ხელმისაწვდომი გახდეს“, -აცხადებენ კომპანიაში.
„რთველისი“ ადგილობრივ ბაზარზე 2019 წლის მიწურულს გამოჩნდა, რასაც მალევე მოჰყვა პანდემიის მიერ გამოწვეული რთული პერიოდი. მიუხედავად ამისა, კომპანიის დამფუძნებლებმა მიიღეს გადაწყვეტილება, რომ ბოლომდე მიჰყოლოდნენ დასახულ მიზანს და გაეგრძელებინათ წინსვლა საქართველოს ღვინის ბაზარზე.
კომპანიის საწარმო მდებარეობს კახეთში, სოფელ შალაურში.
„საწარმო დაკომპლექტებულია უახლესი ევროპული დანადგარებით და თანამედროვე ლაბორატორიით, რაც საშუალებას გვაძლევს ვაწარმოოთ უმაღლესი ხარისხის პროდუქცია, როგორც ღვინო ასევე სპირტიანი სასმელები.
საწარმოს ზრდისა და ვენახების შეძენა გაშენების პროცესი მუდმივად მიმდინარეობს კომპანიაში“, - აცხადებენ „რთველისში“.
უახლესი
37 წუთის წინ
proservice.ge Ad Summit Tbilisi 2024-ის პარტნიორია