მიმდინარე ეკონომიკური მაჩვენებლები და ლარს კურსი იყო დღეს „იმედის დილაში“ რუბრიკა Business Insider Georgia-ს ავტორის გიორგი აბაშიშვილის მიმოხილვის მთავარი თემა, რომელმაც განაცხადა, რომ ქვეყნის ეკონომიკური ზრდის ფონზე, ბევრ საფინანსო ორგანიზაციას უკვე საკუთარი პროგნოზების გადახედვა მოუხდა.
რაც შეეხება “იმედის დილაში“ რუბრიკას Business Insider Georgia, ის დღეიდან განახლდა და ყოველ ორშაბათს და პარასკევს შესთავაზებს საკუთარ მაყურებელს მიმდინარე თემების ანალიტიკას და საინტერესო სტუმრებს.
„ძალიან ბედნიერი ვარ, რომ ვიწყებ ახალ სეზონს ყველაზე რეიტინგულ არხზე, რომელმაც თავის მხრივ Business Insider Georgia აქცია ყველაზე რეიტინგულ ბიზნეს მედიად საქართველოში. წარმატებას ვუსურვებ ტვ იმედს და ჩვენს მაყურებელს და კიდევ ერთხელ გპირდებით ძალიან კვალიფიციურ სეზონს, კვალიფიციურ ანალიზს იმ საქმიანი თემის, რომელიც არამხოლოდ ბიზნესისთვის, არამედ საქართველოს თითოეული მოქალაქისთვის იქნება და არის საინტერესო.
გასული კვირის განმავლობაში პოლონეთში, კარპატში იმართებოდა ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპის ნომერ პირველი ეკონომიკური ფორუმი, სადაც პირველად Business Insider Georgia-ს და საქართველოს ეკონომიკური ფორუმის ინსტიტუციური და მედია პარტნიორობის ფარგლებში მოხერხდა, რამდენიმე პანელური დისკუსიის გამართვა და ასევე საინტერესო ორმხრივი შეხვედრები. უნდა აღინიშნოს, რომ საქართველოს მხრიდან მასში მონაწილეობდა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ალექსანდრე ხვთისიაშვილი.
დღეს ასევე ვსაუბრობთ ეკონომიკურ ზრდაზე, მიმდინარე მაჩვენებლებზე, რომელიც პოლონეთშიც იყო აქტიურად განხილული. მინდა აღვნიშნო, რომ 20-მდე ქვეყნის წარმომადგენელი მონაწილეობდა ჩვენს მიერ ორგანიზებულ პანელზე, სადაც ასევე საქართველოს ეკონომიკური ზრდის მაჩვენებლებზე ვსაუბრობდით და ყველასთვის საინტერესო იყო ის ეკონომიკური მაჩვენებლები, რომელიც ამ პერიოდისთვის ფიქსირდება. 2024 წლის 7 თვის ეკონომიკური ზრდის საშუალო მაჩვენებელი 9,7%-ია. რატომ არის ეს მაჩვენებელი საინტერესო? წლის დასაწყისში ყველა საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტის, მათ შორის საქართველოს მთავრობის პროგნოზი იყო გაცილებით ნაკლები. ანუ ვერავინ ვერ პროგნოზირებდა, რომ 7 თვის მონაცემებით შესაძლებელი იყო აღნიშნული მაჩვენებლის მიღწევა. ეტაპობრივად მოუწია ყველა საფინანსო ინსტიტუტს ეკონომიკური ზრდის მაჩვენებლის გადახედვა. ეკონომიკური ზრდა თავისთავად ნიშნავს ბიზნესის მეტ აქტივობას, უფრო მეტი სამუშაო ადგილის შექმნას, თავისთავად ნიშნავს უმუშევრობის მაჩვენებლის შემცირებას და შემოსავლების ზრდას. თუმცა ყოველთვის არის დილემა, როდესაც ეკონომიკური ზრდა ხდება ამ პერიოდის განმავლობაში, თუ შემოსავლები იზრდება მაშინ ინფლაციაც ხომ არ არის. ანუ ინფლაცია, ფასების ზრდა ხომ არ „ჭამს“ ჩვენს მიერ აკუმულირებულ შემოსავლებს. საქართველოში ინფლაციის დონე, მათ შორის მთელი 2024 წლის განმავლობაში მცირდებოდა. ანუ მარტივად, რომ ვთქვათ ინფლაციური რისკი, ის, რომ შემოსავლების წილი წაეღო ფასებს, ანუ ფასები ყოფილიყო უფრო ძვირი ვიდრე შემოსავლები, ეს ამ წლის განმავლობაში არ ფიქსირდებოდა. პირიქით ჩვენ თუ დავაკვირდებით 2022 წლის შემდგომ პერიოდს, მაქსიმალურად ვხედავთ ინფლაციის შემცირებას. ინფლაციის კლება ნიშნავს ფასების შემცირებას და რაც ამ პერიოდის განმავლობაში ფიქსირდება. უნდა აღინიშნოს, რომ თვითონ სებ-ს ინფლაციის მიზნობრივი მაჩვენებელი აქვს განსაზღვრული 3%-ზე. ამ შემთხვევაში კი ვხედავთ, რომ ინფლაცია 3%-ზე გაცილებით დაბალია. მაგრამ, როდესაც ინფლაციაზე არის საუბარი, ხშირად საუბრობენ, თუ როგორია ლარის კურსი. თუმცა ჩვენ არაერთხელ აღგვინიშნავს, რომ არ არის პირდაპირი კორელაცია ინფლაციასა და ლარის კურსს შორის.
ჩვენ გვახსოვს პანიკური საუბრები ლარის კურსთან დაკავშირებულ ვითარებაზე და ეს იყო მაშინ, როდესაც ლარის კურსი დოლართან მიმართებაში 2,87-2,88 მაჩვენებელზე იყო. თუმცა დღეს ვხედავთ, რომ ლარის კურსი წონასწორულ მაჩვენებლებს დაუბრუნდა. ჩვენ აქ იმედზე, Business Insider Georgia-ს ეთერში ვამტკიცებდით, რომ ეს იყო პანიკური და მას არ ჰქონდა რაიმე ფუნდამენტური საფუძველი. მაშინ ბევრი აღნიშნავდა თუ რომ ლარის გაუფასურება ხდება და რომ ლარის კურსი 3-ს გასცდება. დიახ, თუ პანიკა შენარჩუნდებოდა ყველაფერი შესაძლებელი იყო. პანიკის წილი ყოველთვის გავლენას ახდენს კურსზე. მაგრამ ვნახეთ, რომ ლარი დაუბრუნდა წონასწორულ მაჩვენებელს.
როდესაც ვსაუბრობთ თუ რაზე ახდენს გავლენას ეკონომიკური ზრდა. ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნაწილი ამ შემთხვევაში არის ბიზნესის ბრუნვა და პროდუქციის გამშვების მოცულობა. გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით ორივე მაჩვენებელი გაზრდილია. თუ რა იწვევს ეკონომიკის ზრდას ესაა ბრუნვა და ეკონომიკის გამოშვება.
რას ვაწარმოებთ, ან სად ვყიდით. თუ დავაკვირდებით მიმდინარე მაჩვენებლებს სახეზეა თუ როგორ ხდება ექსპორტის ზრდა და გააქტიურება ამ ნაწილში
რას უკავშირდება ლარის კურსის გამყარება? როდესაც ფუნდამენტურ ფაქტორებს ვახსენებთ, ეს ფუნდამენტური ფაქტორი არის ექსპორტის ზრდა. ანუ ეკონომიკაში ყველაფერი ჯაჭვშია, ყველაფერი ლოგიკაშია. ექსპორტის ზრდა ნიშნავს მეტი უცხოური ვალუტის შემოდინებას ქვეყანაში, რაც პირდაპირ უზრუნველყოფს ეროვნული ვალუტის კურსის გამყარებას.
დავაკვირდეთ ასევე მგზავრთა რაოდენობას საერთაშორისო აეროპორტებში გახსოვთ ალბათ გარკვეული ისტერია, რომ თურმე საქართველოში ტურისტები არ შემოდიან. თუმცა ვნახეთ ივლის-აგვისტოში თუ რა ვითარება იყო ამ მხრივ. ლარის კურსთან მიმართებაში ეკონომიკური ზრდის ფუნდამენტური ფაქტორის არის ტურიზმიდან შემოსავალი.
პოლონეთის ეკონომიკური ფორუმის ერთ-ერთ პანელურ დისკუსიაზე განხილულ იქნა საქართველოს ეკონომიკური ზრდის საპროგნოზო მაჩვენებელი (GEFM). ეკონომიკური ზრდის საპროგნოზო მაჩვენებელი ემყარება გაეროს მსოფლიო ეკონომიკური ზრდის პროგნოზის ანალოგს და სწორედ მის საფუძველზეა ის შედგენილი. შესაბამისად განახლებული პროგნოზით, საქართველოში 2024 წლის ეკონომიკური ზრდა იქნება 9,3%. წლის დასაწყისში კი 6%-ის ფარგლებში იყო ნავარაუდევი. ოპტიმისტური სცენარით კი 9,8%-ი იქნება, რა თქმა უნდა ამ ხნის განმავლობაში რომ ინფლაცია მოსალოდნელია, რომ იქნება 3%-ის ფარგლებში. მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი სავარაუდოდ კვლავ შემცირდება. ინვესტიციების სტატისტიკური მაჩვენებლები მიმდინარე კვირაში გამოქვეყნდება. ასევე პოზიტიურია ტურიზმის პროგნოზი და ველოდებით ფისკალური დეფიციტის შემცირებას“, - აღნიშნა გიორგი აბაშიშვილმა.
უახლესი
3 საათის წინ
დამატებით დაიბრუნეთ 30% - Black Friday შეთავაზება