დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
ექსპორტის ზრდა არის ის მნიშვნელოვანი ფაქტორი, რაც მეღვინეობის დარგს განავითარებს - „რთველისი“

ექსპორტის ზრდა არის ის მნიშვნელოვანი ფაქტორი, რაც მეღვინეობის დარგს განავითარებს - „რთველისი“

28-10-2024 15:00:00

საქართველოს ბაზარი ერთ-ერთი ყველაზე რთულია,  მომხმარებლებიც საკმაოდ კრიტიკულები არიან, ამიტომ აქ შემოსვლა საკმაოდ დიდ გამბედაობას ითხოვდა, მიუხედავად ამისა, კომპანიაში გაყიდვების მუდმივად ზრდადი გაყიდვები ფიქსირდება, რაც დიდ მოტივაციას გვაძლევს. - აცხადებენ ღვინისა და ალკოჰოლური სასმელების კომპანია „რთველისში

„2024-2025 წლებში იგეგმება რთველისის ასორტიმენტის ზრდა, არაერთ ძალიან საინტერესო ღვინოს შევთავაზებთ ჩვენს  მომხმარებლებს. ამას გარდა ცქრიალა ღვინის ფართო ასორტიმენტით ვიქნებით 2024 წლის მიწურულს წარმოდგენილები.

საერთაშორისო ბაზარზე კი ექსპორტის გუნდი აქტიურად მუშაობს რომ გავიდეთ ახალ ბაზრებზე და კიდევ უფრო გავაფართოოთ პროდუქციის გაყიდვა, უკვე არსებულ საექსპორტო ქვეყნებში“,- აცხადებენ კომპანიაში.  

კომპანიაში მიიჩნევენ, რომ დღეს, საქართველოში მევენახეობა-მეღვინეობის დარგი შეუქცევადი პროგრესს განიცდის, რაც სახელმწიფო პროგრამებისა და კერძო მევენახეების ერთობლივი მუშაობის დამსახურებაა.

„ექსპორტის ზრდა არის ის მნიშვნელოვანი ფაქტორი რაც განავითარებს მეღვინეობის დარგს“, - აცხადებენ კომპანიაში.

რთველისი“ ადგილობრივ ბაზარზე 2019 წლის მიწურულს გამოჩნდა, რასაც მალევე მოჰყვა პანდემიის მიერ გამოწვეული რთული პერიოდი. მიუხედავად ამისა, კომპანიის დამფუძნებლებმა მიიღეს გადაწყვეტილება, რომ ბოლომდე მიჰყოლოდნენ დასახულ მიზანს და გაეგრძელებინათ წინსვლა საქართველოს ღვინის ბაზარზე.

კომპანიის საწარმო მდებარეობს კახეთში, სოფელ შალაურში.

„საწარმო დაკომპლექტებულია უახლესი ევროპული დანადგარებით და თანამედროვე ლაბორატორიით, რაც საშუალებას გვაძლევს  ვაწარმოოთ უმაღლესი ხარისხის პროდუქცია, როგორც ღვინო ასევე სპირტიანი სასმელები.

საწარმოს ზრდისა და ვენახების შეძენა გაშენების პროცესი მუდმივად მიმდინარეობს კომპანიაში“, - აცხადებენ „რთველისში“.

ავტორი:

ნინო ნატროშვილი
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები